Loading...
Skip to Content

ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) თავმჯდომარე

დეივიდ მორტონი

Image Description

დეივიდ მორტონი
თავმჯდომარე
ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER)

დევიდ მორტონი არის პროფესიონალი ინჟინერი, რომელსაც ენერგეტიკის სფეროში 45 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მისი პროფესიული გზა მოიცავს ბიზნესის, საინჟინრო და საბუღალტრო მიმართულებებს, ასევე კომუნალური მომსახურების რეგულირებისა და ენერგეტიკულ პოლიტიკას, გარდა ამისა, სიღრმისეულ ცოდნას, თუ როგორ ფუნქციონირებს კომუნალური მომსახურების კომისია და რა საკითხებსა და გამოწვევებს აწყდება იგი. დევიდი 2010 წლიდან, თითქმის 13 წლის განმავლობაში იყო ბრიტანეთის კოლუმბიის კომუნალური მომსახურების კომისიის (BCUC) წევრი, ხოლო 2015 წელს დაინიშნა თავმჯდომარედ და აღმასრულებელ დირექტორად.
დევიდი აქტიურად არის ჩართული ეროვნულ და საერთაშორისო ენერგეტიკულ და მარეგულირებელ ასოციაციებში. იგი ამჟამად იკავებს ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) თავმჯდომარის პოზიციას და არის დასავლეთ ელექტროენერგიის საკოორდინაციო საბჭოს (WECC) დირექტორთა საბჭოს წევრი.
დევიდი არის Executive in Residence და ოტავას უნივერსიტეტის კვლევითი პროგრამის - Positive Energy-ის საკონსულტაციო საბჭოს წევრი - რომლის მიზანია ენერგეტიკული პოლიტიკის, რეგულირების და გადაწყვეტილების მიღების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაძლიერება. იგი ასევე არის მანიტობის პროვინციის საზოგადოებრივი კომუნალური მომსახურების საბჭოს მრჩეველი. ასევე ხელმძღვანელობს კანადის ენერგეტიკული საიმედოობის საბჭოს - საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომელიც ხაზს უსვამს კანადის ენერგეტიკული სისტემის სანდოობის საკითხებს.
დევიდი რეგულარულად მონაწილეობს საჯარო გამოსვლებსა და საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებლებისთვის იმართება. იგი თანამშრომლობდა როგორც მარეგულირებლებთან, ასევე ისეთი ქვეყნების მთავრობებთან, როგორიცაა: ბოტსვანა, მაკედონია, ზამბია, ნამიბია, მოლდოვა, შრი-ლანკა, არგენტინა, პაპუა-ახალი გვინეაში, ბრაზილია, ყაზახეთი, სამხრეთ აფრიკა, ბოსნია და ბანგლადეში.
მორტონი არის კანადის საჯარო კომუნალური ტრიბუნალების წევრთა ასოციაციის (CAMPUT) ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) წევრია.
2023 წელს მიენიჭა CAMPUT-ის ჯილდო „გამორჩეულობისა და ინოვაციისთვის”.