ევროპის ენერგეტიკული მარეგულირებლების საბჭოს (CEER) პრეზიდენტი საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი გერმანიის ელექტროენერგიის, გაზის, ტელეკომუნიკაციების, ფოსტისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მარეგულირებელი ორგანოში (BNetzA)
დოქტორი ანეგრეტ გრობელი
დოქტორი ანეგრეტ გრობელი
ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს CEER პრეზიდენტი
საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი
გერმანიის ელექტროენერგიის, გაზის, ტელეკომუნიკაციების, ფოსტისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მარეგულირებელი ორგანოში (BNetzA)
დოქტორი ანეგრეტ გრობელი არის გერმანიის ელექტროენერგიის, გაზის, ტელეკომუნიკაციების, ფოსტისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მარეგულირებელი ორგანოს (BNetzA) საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი. იგი BNetzA-ში 1998 წლიდან მუშაობს.
იგი 2019 წლის იანვრიდან არის ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს CEER პრეზიდენტი, ხოლო 2012 წლიდან იყო CEER-ის ვიცე-პრეზიდენტი. ასევე, 2013 წლიდან ხელმძღვანელობს CEER-ის ბაზრის მთლიანობისა და გამჭვირვალობის (Market Integrity and Transparency – MIT) სამუშაო ჯგუფს. იგი არის ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოს ACER მარეგულირებელთა საბჭოს წევრი.
დოქტორ გრობელს მიღებული აქვს ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი მანჰაიმის უნივერსიტეტში. იგი ასევე მონაწილეობს დამოუკიდებელ მარეგულირებელთა ჯგუფის IRG და ელექტრონული კომუნიკაციების ევროპელი მარეგულირებლების ორგანოს BEREC საქმიანობაში.