Loading...
Skip to Content

აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი Exelon Corporation

კოლეტ დ. ონორაბლი

Image Description

კოლეტ . ონორაბლი

აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი

Exelon Corporation

კოლეტ დ. ონორაბლი არის კომპანია Exelon Corporation-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, მთავარი იურიდიული ოფიცერი, შესაბამისობის მიმართულების ხელმძღვანელი და კორპორაციული მდივანი. ამ პოზიციაზე იგი ხელმძღვანელობს კომპანიის სამართლებრივ, საჯარო პოლიტიკის, საკანონმდებლო, მარეგულირებელ, ფედერალურ ურთიერთობებსა და კორპორაციული ქველმოქმედების მიმართულებებს.

 აღნიშნულ პოზიციებამდე ონორაბლი იყო Exelon-ის საგარეო ურთიერთობების მთავარი ოფიცერი, ასევე გლობალური იურიდიული ფირმა Reed Smith LLP-ის წილის მფლობელი და მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. ონორაბლი ასევე იყო აშშ-ის ფედერალური ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის (FERC) წევრი. ამ თანამდებობაზე იგი აშშ-ის სენატმა სრული უმრავლესობით დაამტკიცა და პასუხისმგებელი იყო ელექტროენერგეტიკული ქსელის საიმედოობის ზედამხედველობაზე. FERC-ში მუშაობამდე იგი იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს შტატის მთავრობაში და ასევე იყო კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) პრეზიდენტი.

ონორაბლი არის Exelon Foundation-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ორგანიზაციების საქმიანობაში, მათ შორის ენარგეტიკაში შავკანიანთა უფლებების დაცვა ამერიკული ასოციაციასა (American Association of Blacks in Energy) და ენერგეტიკის ადვოკატთა ასოციაციში (Energy Bar Association). იგი არის ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაციის (ERRA) სტრატეგიული საკონსულტაციო საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე და ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის (Bipartisan Policy Center) უფროსი მკვლევარი. ასევე არის კორპორაცია ალფა კაპპა ალფა სოროთის (Alpha Kappa Alpha Sorority) მუდმივი წევრი.