ავსტრალიის ენერგეტიკული ბაზრის კომისიის (AEMC) თავმჯდომარე
ანა კოლიერი
ანა კოლიერი
თავმჯდომარე
ავსტრალიის ენერგეტიკული ბაზრის კომისიის (AEMC)
ანა კოლიერი არის ენერგეტიკის სფეროს წამყვანი ექსპერტი, ავსტრალიის ენერგეტიკული ბაზრის კომისიის (AEMC) თავმჯდომარე და წარსულში ენერგეტიკის საკონსულტაციო პანელისa (EAP) და ენერგეტიკული უსაფრთხოების საბჭოს (ESB) თავმჯდომარე. იგი არის გლობალური ენერგეტიკული თანასწორობის ინიციატივის (Global Energy Equality Initiative) ავსტრალიელი ელჩი.
მას აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
იურიდიულ კომპანია Allens-ის პარტნიორის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში (2011–2020) ანა კოლიერი კონსულტაციას უწევდა მთავრობებს, ბაზრის ინსტიტუტებს, სექტორის მონაწილეებსა და მსხვილ ენერგომომხმარებლებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სექტორის რეფორმა, განახლებადი ენერგიის პროექტები, ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებები (PPA) და პრივატიზაციის პროცესები.