Loading...
Skip to Content

ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის(ERRA) თავმჯდომარე

ანდრიანა ნელკოვა-ჩუჩუკი

Image Description

ანდრიანა ნელკოვა-ჩუჩუკი

თავმჯდომარე

ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA)

ანდრიანა ნელკოვა-ჩუჩუკი არის ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და მუნიციპალური ნარჩენების მართვის მარეგულირებელი კომისიის (ERC North Macedonia) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მას აქვს ენერგეტიკის რეგულირების სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილება, მათ შორის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ცენტრალური გათბობის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიმართულებით. იგი მუშაობდა ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და მუნიციპალური ნარჩენების მართვის მარეგულირებელი კომისიის (ERC) კომისიის წევრად, ამავე კომისიაში იკავებდა ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილისა და წყალმომარაგების რეგულირების ჯგუფის კოორდინატორის თანამდებობეს.

ანდრიანა ნელკოვა-ჩუჩუკს მინიჭებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის (M.Sc.) ხარისხი და არის რამდენიმე პროფესიული ორგანიზაციის წევრი.

2024 წლის მაისში ანდრიანა არჩეულ იქნა ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარედ.