Loading...
Skip to Content

მიჩიგანის საჯარო მომსახურების კომისია (MI Public Service Commission) თავმჯდომარე

დენ სკრიპსი

Image Description

დენ სკრიპსი

თავმჯდომარე
მიჩიგანის საჯარო მომსახურების კომისია (MI Public Service Commission)

დენ სკრიპსი მიჩიგანის გუბერნატორმა, გრეტჩენ უიტმერმა, 2019 წლის 21 თებერვალს დანიშნა, ხოლო 2020 წლის ივლისში იგი კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. 2023 წლის 30 ივნისს იგი ხელახლა დაინიშნა  ამ თანამდებობაზე, რომელიც 2029 წლის 2 ივლისს იწურება.

ბატონი დენ სკრიპსი აქტიურად მონაწილეობდა მიჩიგანის შტატის არაერთ ენერგეტიკულ საკონსულტაციო ჯგუფში, მათ შორის: მიჩიგანის კლიმატური გადაწყვეტილებების საბჭოში , ზემო ნახევარკუნძულის ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფში, მიჩიგანის კაშხლების უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფში და პროპანის უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფში.

NARUC-ის ფარგლებში, იგი არის დირექტორთა საბჭოს წევრი და მონაწილეობს რამდენიმე კომიტეტის მუშაობაში, მათ შორის: კრიტიკული ინფრასტრუქტურის, გაზის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ვაშინგტონის სამოქმედო პროგრამის კომიტეტებში, ასევე ჩართულია სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში და აქტიურად მონაწილეობს NARUC-ის საერთაშორისო პროგრამებში.