Loading...
Skip to Content

პორტუგალიის ენერგეტიკისა და გეოლოგიის დირექტორატის გენერალური დირექტორი

პაულო კარმონა

Image Description

პაულო კარმონა

გენერალური დირექტორი

პორტუგალიის ენერგეტიკისა და გეოლოგიის დირექტორატი

პაულო კარმონას მიიჭებული აქვს პორტუგალიის კათოლიკური უნივერსიტეტის  ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის ხარისხი (1989) და გავლილი აქვს შემდეგი სასწავლო პროგრამები პორტუგალიის კორპორაციული მმართველობის ინსტიტუტში (IPCG): უმაღლესი მენეჯმენტის პროგრამა PADE, მაღალი დონის აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამა AMG UCP/Kellogg.

ის იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის (CEO) და ვიცე-პრეზიდენტის პოზიციებს სხვადასხვა კომპანიაში. ასევე იყო ბიზნესის ადმინისტრატორთა ფორუმის, პორტუგალიის კერძო ბანკების ასოციაციისა (APPB) და პორტუგალიის მომხმარებელთა ასოციაციის APC პრეზიდენტი, ასევე სხვადასხვა საბჭოს წევრი, მათ შორის პორტუგალიის ბიზნეს კონფედერაციის (CIP) ენერგეტიკის საბჭოში, ევროპის ეკონომიკურ სენატში, პორტუგალიის ენერგეტიკული მომსახურებების მარეგულირებელ ორგანოში (ERSE) და სხვა ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ანალიტიკურ ორგანიზაციებში (think-tanks).

პაულო კარმონა ასევე იყო მოწვეული ლექტორი საფინანსო ბაზრების, ენერგეტიკის სექტორისა და ნედლეულის მიმართულებით პოსტსაბაკალავრო პროგრამებზე და მუშაობდა კონსულტანტად ფინანსების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს  ნიუ-იორკში, ათენში, ჟენევასა და სინგაპურში მოღვაწეობას. ის იყო სტუდენტური ასოციაციის ლიდერი და პორტუგალიის ეკონომიკისა და კომერციის მეცნიერებების სტუდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (AIESEC Portugal) პრეზიდენტი.

2024 წლის 2 სექტემბრიდან ის იკავებს გენერალური დირექტორის პოზიციას პორტუგალიის ენერგეტიკისა და გეოლოგიის დირექტორატში.