Loading...
Skip to Content

მონრეალის უმაღლესი კომერციული კვლევების სკოლის (HEC Montreal) პროფესორი, ენერგეტიკის სექტორის მართვის კათედრის ხელმძღვანელი

პიერ-ოლივიე პინო

Image Description

პიერ-ოლივიე პინო

მონრეალის უმაღლესი კომერციული კვლევების სკოლა (HEC Montreal)პროფესორი

ენერგეტიკის სექტორის მართვის კათედრის ხელმძღვანელი

პიერ-ოლივიე პინო არის მონრეალის უმაღლესი კომერციული კვლევების სკოლის (HEC Montreal) გადაწყვეტილების მიღების მეცნიერების დეპარტამენტის პროფესორი, 2013 წლის დეკემბრიდან ენერგეტიკის სექტორის მართვის კათედრის ხელმძღვანელი.

პინო ენერგეტიკული პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტია, რომლის ძირითადი საქმიანობაა ელექტროენერგიის რეფორმები და რეგიონული ინტეგრაცია.

პინოს გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ენერგეტიკული სექტორის შესახებ, რომელთა უმეტესობა იკვლევს კავშირს ენერგეტიკასა და მდგრადი განვითარების სხვადასხვა ასპექტს შორის. ის რეგულარულად მონაწილეობს ენერგეტიკის შესახებ საჯარო დებატებში, ასევე არის მთავრობისა და საჯარო ორგანიზაციებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა  ანგარიშის ავტორი.

პინო ასევე არის მკვლევარი  და ასოცირებული წევრი უნივერსიტეტთაშორისი კვლევისა და ანალიზის ცენტრში (CIRANO) HEC Montréal-ში მუშაობამდე, ის ასოცირებული პროფესორი იყო ვიქტორიის უნივერსიტეტის (University of Victoria)  საჯარო ადმინისტრირების სკოლაში (2001-2006).