ავსტრალიის ენერგეტიკული ბაზრის კომისიის (AEMC) აღმასრულებელი გენერალური მენეჯერი
ვიქტორია მოლარდი
ვიქტორია მოლარდი
აღმასრულებელი გენერალური მენეჯერი
ავსტრალიის ენერგეტიკული ბაზრის კომისიa (AEMC)
ვიქტორია მოლარდს ენერგეტიკის სექტორში მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. იგი ავსტრალიის ენერგეტიკული ბაზრის კომისიას(AEMC) 2012 წელს შეუერთდა და მუშაობდა გადამცემი სისტემებისა და საბითუმო ბაზრის რეფორმებზე. ამჟამად იგი იკავებს აღმასრულებელი გენერალური მენეჯერის პოზიციას და ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და სისტემის უსაფრთხოების გუნდს. აღნიშნული გუნდი პასუხისმგებელია ენერგოსისტემის უსაფრთხოებასთან და გადაცემის სისტემის რეფორმებთან დაკავშირებულ წესებსა და ცვლილებებზე, ასევე ორგანიზაციის შიდა ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე, იმ პროცესში, როცა ქვეყანა მიზნად ისახავს 2050 წლისთვის ნულოვანი ემისიების მიღწევას.
ავსტრალიის ენერგეტიკული ბაზრის კომისიაში გაწევრიანებამდე, ვიქტორია მოლარდი მუშაობდა ნერა ეკონომიკ კონსალტინგში (NERA Economic Consulting), სადაც კლიენტებს კონსულტაციას უწევდა კონკურენციის, რეგულირების პრინციპებისა და პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე წყლის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სექტორებში.
მოლარდი ფლობს ოკლენდის უნივერსიტეტის კომერციისა და ჰუმანიტარული მეცნიერების ბაკალავრის ხარისხს, ასევე კომერციის მაგისტრის ხარისხს ეკონომიკის მიმართულებით.