ბრიტანეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს (OFGEM) განვითარებადი ტექნოლოგიების ხელმძღვანელი
ჯონათან თერლველი
ჯონათან თერლველი
განვითარებადი ტექნოლოგიების ხელმძღვანელი
ბრიტანეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანო (OFGEM)
ჯონათან თერლველი არის Ofgem-ის განვითარებადი ტექნოლოგიების ხელმძღვანელი. ის ხელმძღვანელობს მრავალდარგოვან გუნდს, რომელიც აერთიანებს პოლიტიკის, რეგულირების, ტექნოლოგიისა და პროექტების განხორციელების სფეროს სპეციალისტებს. მუშაობს ენერგეტიკის სექტორში ხელოვნური ინტელექტის, კვანტური და სხვა მოწინავე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებზე Ofgem-ის ეთიკური, პროპორციული და ინოვაციის ხელშემწყობი მიდგომის ჩამოყალიბებაზე.
ჯონათანმა ცენტრალური როლი ითამაშა Ofgem-ის პირველი ხელოვნური ინტელექტის (AI) სახელმძღვანელოს შექმნაში, რომელიც 2025 წლის მაისში გამოქვეყნდა, და ამჟამად მართავს ორგანიზაციის უფრო ფართო ხელოვნური ინტელექტის (AI) ინიციატივებს. ეს მოიცავს სექტორზე მორგებული მარეგულირებელი ინსტრუმენტების განვითარებას, როგორიცაა AI Reg Lab და დაგეგმილი AI Technical Sandbox. მისი პასუხისმგებლობები ასევე მოიცავს ფართო ჩართულობას დაინტერესებულ მხარეებთან: მთავრობასთან, ინდუსტრიასთან, აკადემიასთან და მომხმარებელთა ჯგუფებთან. ასევე თანამშრომლობას სხვადასხვა მარეგულირებელ ორგანოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. მონაწილეობს მრავალმხრივ ფორუმებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) ენერგომომხმარებლებისთვის მოიტანოს უსაფრთხო, დაცული, სამართლიანი და გარემოსდაცვითი მდგრადი შედეგები.
სამი ათწლეულის გამოცდილებით, ბატონ ჯონათან თერლველს აქვს გამოცდილება მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღებთათვის კონსულტაციის გაწევაში, როგორც სახელმწიფო სექტორში, ისე მარეგულირებელ ორგანოებსა და კერძო სექტორში. იგი მუშაობდა როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ისე საერთაშორისო დონეზე ენერგეტიკული გარდაქმნისა და ინფრასტრუქტურის კომპლექსურ გამოწვევებზე.