Loading...
Skip to Content

ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) უფროსი სპეციალისტი რეგულირების საკითხებში

ლუკა ლო სკიავო

Image Description

ლუკა ლო სკიავო

უფროსი სპეციალისტი რეგულირების საკითხებში

ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA)

ლუკა ლო სკიავო ამჟამად იკავებს ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) რეგულირების უფროსი სპეციალისტის პოზიციას. იგი ხელმძღვანელობს ასოციაციის კვლევით განყოფილებას და პასუხისმგებელია ERRA-ს კვლევითი ნაშრომების მომზადებასა და მუდმივმოქმედი კომიტეტების ტექნიკური საქმიანობის კოორდინაციაზე.

მის ბოლო პუბლიკაციებს შორის აღსანიშნავია ERRA-ს ანგარიში - „ინვესტიციები ქსელში: რეგულირების შეფასება და სტიმულები“ და კვლევითი ნაშრომი - „ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების მარეგულირებელი და პოლიტიკის ჩარჩოები ევროკავშირსა და აშშ-ში“. იგი ასევე რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს იტალიურ ენაზე ავტორიტეტულ ბლოგზე - rivistaenergia.it, გაზეთში - Il Foglio და ენერგეტიკაზე სპეციალიზებულ ონლაინ ჟურნალში — Quotidianoenergia.it.

2024 წლის დეკემბრამდე იგი მუშაობდა იტალიის ენერგეტიკის, ქსელებისა და გარემოს დაცვის მარეგულირებელ ორგანოში (ARERA) მისი დაარსების დღიდან (1997 წ.). სხვადასხვა დროს იგი იკავებდა ბაზრის მონიტორინგისა და ენერგეტიკული სისტემის მომსახურების დეპარტამენტის დირექტორისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეგულირების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციებს. ლუკა ლო სკიავო ერთი წლის განმავლობაში, მივლინებული ექსპერტის სტატუსით, საქმიანობდა ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის ევროპულ სააგენტოში (ACER), სადაც მუშაობდა REMIT-ის რეგულაციის იმპლემენტაციაზე.

იგი არის მომსახურების ხარისხის რეგულირების თემაზე გამოცემული წიგნისა და რიგი მარეგულირებელი კვლევების თანაავტორი. მისმა ერთ-ერთმა ნაშრომმა — „რეგულირების გარდაქმნა მიმდინარე ცვლილებების სამართავად“ (რომელიც ეხება მარეგულირებელი ორგანოების ახალ როლს ენერგეტიკული სექტორის ტრანსფორმაციაში), 2012 წელს ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმზე საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

ლუკა ლო სკიავომ დაამთავრა მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (Politecnico di Milano) ინდუსტრიული ინჟინერიის სპეციალობით. კარიერის საწყის ეტაპზე იგი მოღვაწეობდა მენეჯმენტის კონსულტაციის სფეროში, მოგვიანებით კი მუშაობდა იტალიის პრემიერ-მინისტრის აპარატის საჯარო ადმინისტრირების დეპარტამენტში, სადაც კურირებდა საჯარო მომსახურების ხარისხის საკითხებს.