იამაიკის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ოფისის (OUR) გენერალური დირექტორის მოადგილე
შერილ ლევისი
შერილ ლევისი
გენერალური დირექტორის მოადგილე
იამაიკის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ოფისი (OUR)
შერილ ლევისი არის პრაქტიკოსი ადვოკატი და ბრიტანული ჩევენინგის პროგრამის სტიპენდიანტი. იგი იკავებს გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იამაიკის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელ ოფისში (OUR), სადაც პასუხისმგებელია იურიდიულ და მომხმარებელთა/საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტებზე.
მას აქვს ენერგეტიკის სფეროში 22 წელზე მეტი გამოცდილება, იგი სტრატეგიულ კონსულტაციას უწევს კომუნალური მომსახურების მარეგულირებელ ოფისს საკანონმდებლო და მარეგულირებელ საკითხებზე, მათ შორის ელექტროენერგეტიკის პროექტებსა და მომხმარებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იამაიკაში განახლებადი ენერგიის პროექტების ინიციირებასა და დამკვიდრებაში, სადაც ხელმძღვანელობდა როგორც მთავრობის, ასევე OUR-ის იურიდიულ გუნდებს. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) დანერგვასა და გავრცელებაში იამაიკის ელექტროენერგეტიკის სექტორში, აგრეთვე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
ბოლო პერიოდში ლევისმა, როგორც OUR-ის გუნდის წარმომადგენელმა, ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია იამაიკის 2024 წლის წარმატებულ ენერგეტიკულ ტენდერს და ამჟამად ჩართულია მისი განხორციელების პროცესში. მისი საქმიანობის აღიარების ნიშნად, გახდა კარიბის ზღვის საზოგდოების (CARICOM Women in Sustainable Energy Award) ჯილდოს მფლობელი (კომუნალური სამსახურები და ინდუსტრია).
იამაიკის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელ ოფისში მუშაობამდე, ლევისი მუშაობდა იამაიკის გენერალური პროკურატურის ოფისში (Attorney General’s Chambers), სადაც იკავებდა მაღალ პოზიციებს, მათ შორის კომერციულ საქმეთა დირექტორის თანამდებობას. ამ როლში იგი უწევდა კონსულტაციას მთავრობის წარმომადგენლებსა და პოლიტიკის შემმუშავებლებს ელექტროენერგეტიკის, პრივატიზაციის, კომერციულ და ფინანსურ საკითხებზე, ასევე მონაწილეობდა სატელეკომუნიკაციო და ელექტროენერგეტიკის სექტორებში სამართლებრივ დავებში.
შერილ ლევისი ფლობს მანჩესტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის მაგისტრის ხარისხს (LLM), იამაიკის ნორმან მენლის სამართლის სკოლის (Norman Manley Law School) იურიდიული განათლების სერტიფიკატს (LCE), ასევე ბარბადოსის უესტ-ინდის უნივერსიტეტის (University of the West Indies) სამართლის ბაკალავრის ხარისხს.
ლევისი ასწავლის საგანს „სამოქალაქო პროცედურა და პრაქტიკა“ ნორმან მენლის სამართლის სკოლაში, ასევე არის იამაიკის ადვოკატთა ასოციაციისა და თანამეგობრობის იურისტთა ასოციაციის (Commonwealth Lawyers Association) წევრი და ნოტარიუსი.