რეგულირების რეფორმების სპეციალისტი
არდიან ბერიშა
არდიან ბერიშა
რეგულირების რეფორმების სპეციალისტი
არდიან ბერიშა არის რეგულირების რეფორმების სპეციალისტი და ტარიფების ექსპერტი, რომელსაც ენერგეტიკის სექტორის რეგულირების სფეროში 18 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ის ეხმარება მარეგულირებელ ორგანოებს სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოების სტაბილურობის გაუმჯობესებაში, რათა ინფრასტრუქტურულ პროექტებში გაიზარდოს ინვესტიციები საკრედიტო პროექტების განვითარებითა და კერძო სექტორის მონაწილეობით.
არდიანს აქვს დონორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან (IFIs) და კერძო კლიენტებთან თანამშრომლობის გამოცდილება 80-ზე მეტ ენერგეტიკულ პროექტში, რომელიც განხორციელდა 20-ზე მეტ ქვეყანაში ევრაზიის, ახლო აღმოსავლეთისა, და სამხრეთ აფრიკის მასშტაბით.
იგი თავისი დროის ნაწილს უთმობს ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციისა (ERRA) და მისი წევრი 47 მარეგულირებელი ორგანოს კონსულტაციებს, რათა მხარი დაუჭიროს რეგულირების პრაქტიკის გაძლიერებასა და გაუმჯობესებას გეოგრაფიულად მრავალფეროვან გარემოში.
არდიანს, როგორც პოლიტიკის შემმუშავებელს, განმახორციელებელსა და ელექტროენერგიის ტარიფების მოდელირების სპეციალისტს, ფართო გამოცდილება აქვს რეგულირების მიმართულებით, მათ შორის ტარიფების დადგენის მხრივ.
ბერიშა ასევე მუშაობდა განახლებადი ენერგიის სქემების დიზაინზე და შეიმუშავა ჩარჩოები განახლებადი ენერგიის ოპერატორებისთვის, რათა საკრედიტო ჩარჩო განახლებადი ენერგიის დეველოპერებისთვის. მან შეიმუშავა მრავალწლიანი სატარიფო ჩარჩოები რეგულირებადი ინფრასტრუქტურული ბიზნესებისთვის, რაც ხელს უწყობს შემოსავლების ნაკადების სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის ზრდას.
ბერიშას საკონსულტაციო მომსახურება მოაცავს შემდეგ ქვეყნებს: ესვატინი, მოლდოვა, მოზამბიკი, ზამბია, საქართველო, ომანი, საუდის არაბეთი, კოსოვო, უნგრეთი, კვიპროსი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, იტალია, შრი-ლანკა, უზბეკეთი, საბერძნეთი, უკრაინა, ტაილანდი, მონღოლეთი, ნიგერია და ფილიპინები.
არდიანი ფლობს ვისკონსინი-მედისონის უივერსიტეტის (University of Wisconsin–Madison) (აშშ) ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხს მათემატიკური მიმართულებით და სტაფორდირის უნივერსიტეტის (Staffordshire University) (გაერთიანებული სამეფო) ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ანალიზის მიმართულებით (გამოყენებითი ეკონომეტრიკა).