Loading...
Skip to Content

ლიბანის ელექტროენერგიის მარეგულირებელი ორგანოს, ლიბანის ელექტროენერგიის მარეგულირებელი ორგანო

დოქტორი სორინა მორტადა

Image Description

დოქტორი სორინა მორტადა

საბჭოს წევრი

ლიბანის ელექტროენერგიის მარეგულირებელი ორგანო

დოქტორი სორინა მორტადა არის ლიბანის ელექტროენერგიის მარეგულირებელი ორგანოს საბჭოს წევრი, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე 2025 წლის ოქტომბერში დაინიშნა. იგი აქტიურად მონაწილეობს ელექტროენერგიის სექტორის ფორმირებასა და თანამედროვე მარეგულირებელი ჩარჩოების განვითარებაში.

მას აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება ენერგეტიკული პოლიტიკის, რეგულირებისა და მდგრადი ენერგეტიკული სისტემების სფეროში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნული სტრატეგიების, საკანონმდებლო ჩარჩოების და ბაზარზე ორიენტირებული რეფორმების ჩამოყალიბებაში.  ხელმძღვანელობდა მაღალი გავლენის მქონე ინიციატივებს განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექრიანობისა და მდგრადი გაგრილების მიმართულებით, საერთაშორისო პარტნიორებთან, მთავრობებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით.

მისი გამოცდილება მოიცავს მარეგულირებელი დიზაინის შემუშავებას, ბაზრის ანალიზს, მონიტორინგსა და შეფასებას (MRV), ასევე ინოვაციური ენერგეტიკული გადაწყვეტილებების ინტეგრაციას პოლიტიკურ ჩარჩოებში. მორტადა ფლობს საფრანგეთის წამყვანი საინჟინრო სკოლის-Mines ParisTech-ის ენერგეტიკის დოქტორის ხარისხს  და არის ასოცირებული პროფესორი ლიბანის უნივერსიტეტში.