კვლევისა და საკონსულტაციო სერვისების კომპანიის(TIBA Research) თანადამფუძნებელი
დოქტორი ბარბარა ოჰუაბუნვა
ბარბარა ოჰუაბუნვა
თანადამფუძნებელი
კვლევისა და საკონსულტაციო სერვისების კომპანია (TIBA Research)
დოქტორი ბარბარა ოჰუაბუნვა არის ინჟინერი და მკვლევარი, რომელსაც 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ენერგეტიკის, ფინანსური სერვისებისა და პროფესიული სერვისების სფეროში. მას აქვს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, რომლებიც ოპერირებენ აფრიკაში, ევროპაში, აზიაში, ავსტრალიასა და ამერიკაში.
ოჰუაბუნვა არის კვლევისა და საკონსულტაციო სერვისების კომპანიის-TIBA Research-ის თანადამფუძნებელი, რომელიც თანამშრომლობს კლიენტებთან ინდივიდუალურად მორგებული სტრატეგიების შექმნაზე, ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაციისა და დანერგვის მიმართულებით.
მისი პროფესიული მიმართულებები მოიცავს ელექტროენერგეტიკის სისტემის დიზაინს, ელექტროენერგეტიკული ქსელის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის პროექტებს, კიბერუსაფრთხოების რისკების მართვას აპლიკაციებში, ქლაუდსა და AI პლატფორმეზე.
ოჰუაბუნვას გამოქვეყნებული კვლევები ფოკუსირებულია კიბერუსაფრთხოების მოწყვლადობის მართვაზე ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მეთოდების გამოყენებით.