Loading...
Skip to Content

კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) პრეზიდენტი

ენ რენდალი

Image Description

ენ რენდალი

პრეზიდენტი

კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაცია (NARUC)

ქალბატონი ენ რენდალი ვაშინგტონის კომუნალური მომსახურებისა და ტრანსპორტის კომისიის წევრად პირველად 2014 წლის დეკემბერში, გუბერნატორ ინსლის მიერ დაინიშნა. მისი პირველი ექვსწლიანი უფლებამოსილების ვადა 2021 წლის 1 იანვარს ამოიწურა, რის შემდეგაც ის მეორე ვადით ხელახლა დაინიშნა და ამ პოზიციას 2027 წლის 1 იანვრამდე დაიკავებს.

ამჟამად ენ რენდალი არის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) პრეზიდენტი, ასევე აღმასრულებელი კომიტეტისა და დირექტორთა საბჭოს წევრი. გარდა ამისა, ის გახლავთ წყლისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის კომიტეტების წევრი, წარსულში კი ხელმძღვანელობდა ელექტროენერგიის კომიტეტს.

ქალბატონი ენ რენდალი Southwest Power Pool-ის (Markets+ States) კომიტეტის წევრია, მანამდე კი მოღვაწეობდა კალიფორნიის დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის (California ISO) ენერგიის დისბალანსის ბაზრის (EIM) სახელმწიფო მარეგულირებელთა ორგანოში. გარდა ამისა, ის არის ელექტროენერგიის კვლევის ინსტიტუტის (EPRI) მრჩეველთა საბჭოს, ნიუ-მექსიკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო კომუნალური მომსახურების ცენტრისა და მისურის უნივერსიტეტის ფინანსური კვლევების ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოების წევრი.

კომისიის წევრად დანიშვნამდე, ენ რენდალი ვაშინგტონის კომუნალური მომსახურებისა და ტრანსპორტის კომისიაში (UTC) პოლიტიკისა და კანონმდებლობის მიმართულებით დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე ის ხელმძღვანელობდა ადმინისტრაციული სამართლის დეპარტამენტს, მუშაობდა ადმინისტრაციულ მოსამართლედ და იყო გენერალური პროკურორის თანაშემწე, რომელიც UTC-ის ინტერესებს წარმოადგენდა.