Gadex, Enix და Trust Mexico-ის პარტნიორი; რეგულატორთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) საერთაშორისო კოორდინატორი
ფრანსისკო ხავიერ სალასარ დიეს დე სოლიანო
ფრანსისკო ხავიერ სალასარ დიეს დე სოლიანო
პარტნიორი; საერთაშორისო კოორდინატორი
Gadex, Enix და Trust Mexico; რეგულატორთა საერთაშორისო კონფედერაცია (ICER)
ფრანსისკო ხავიერ სალასარ დიეს დე სოლიანო არის პარტნიორი კომპანიებში Gadex, Enix და Trust Mexico. Gadex არის საკონსულტაციო ფირმა, რომელიც სპეციალიზებულია მექსიკის ბუნებრივი აირის ბაზარზე, Enix ეწევა ენერგეტიკის რეგულირების საკითხებს, ხოლო Trust Mexico აანალიზებს სოციალურ-პოლიტიკურ რისკებს ქვეყნის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.
ბატონი ფრანსისკო ასევე არის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) კოორდინატორი.
2016 წელს იგი დაინიშნა ამერიკის ინსტიტუტის პირველ „რეგიონული ენერგეტიკული ინტეგრაციის არარეზიდენტ მკვლევარად“.
2015-2017 წლებში იგი იყო მსოფლიო ენერგეტიკის საბჭოს (WEC) მექსიკის განყოფილების თავმჯდომარე. 2017 წელს იგი გახდა მექსიკის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (COMEXI) წევრი.
2005 წლიდან 2015 წლამდე იგი იკავებდა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის (CRE) თავმჯდომარის პოსტს, რა დროსაც ის მექსიკის ენერგეტიკული რეფორმების ერთ-ერთი ავტორი და აქტიური მხარდამჭერი იყო. 2011-2015 წლებში ის იყო იბერო-ამერიკული ენერგეტიკის მარეგულირებელთა ასოციაციას (ARIAE) თავმჯდომარე.
ბატონი ფრანსისკო მარეგულირებელ ორგანოში მუშაობამდე, ორი ვადით იყო კონგრესის წევრი. კონგრესში ის მუშაობდა დეპუტატთა პალატის ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ.
პროფესიული კარიერის დასაწყისში იგი ასევე საქმიანობდა ქიმიურ სექტორში.
ბატონ სალასარს მოპოვებული აქვს ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის მაგისტრის ხარისხი საჯარო ფინანსურ პოლიტიკაში, სან-ლუის-პოტოსის ავტონომიური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ქიმიურ ინჟინერიაში და გავლილი აქვს სადიპლომო პროგრამები სამართალსა და ეკონომიკაში სხვადასხვა უნივერსიტეტში.
ის კითხულობდა კურსებს საჯარო ფინანსებსა და მონეტარულ ეკონომიკაში სან-ლუის-პოტოსის ადგილობრივ უნივერსიტეტებში. მას დაწერილი აქვს ნაშრომები გარემოსდაცვით საჯარო პოლიტიკაში ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენების, ასევე ენერგეტიკული პოლიტიკისა და რეგულირების შესახებ. ბატონი სალასარი ასევე იყო მექსიკის წამყვანი გაზეთებისა და ბიზნეს ჟურნალების სარედაქციო საბჭოების წევრი.