Loading...
Skip to Content

ვირჯინიის შტატის კორპორაციების მარეგულირებელი კომისიის წევრი

ჯემალ ჰადსონი

Image Description

ჯემალ ჰადსონი

კომისიის წევრი

ვირჯინიის შტატის კორპორაციების მარეგულირებელი კომისი

მოსამართლე ჯემალ ჰადსონი ვირჯინიის შტატის კორპორაციების  მარეგულირებელი კომისიის სამი კომისიის წევრიდან ერთ-ერთია და ამჟამად მეორე ვადით მსახურობს. მის კომპეტენციაში შედის კომუნალური მომსახურების სფეროს, სადაზღვევო სექტორის, სახელმწიფოს ლიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტების, ფასიანი ქაღალდების, საცალო ფრენჩაიზინგის და ახლადშექმნილი ვირჯინიის ჯანდაცვის ბირჟის რეგულირება. ამჟამად იგი არის კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

კომისიის წევრის თანამდებობამდე, მოსამართლე ჰადსონი ეროვნული ჰიდროენერგეტიკის ასოციაციის სამთავრობო საქმეთა ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა. ის 10 წლის განმავლობაში მუშაობდა მარეგულირებელ კონსულტანტად და მართავდა საჯარო პოლიტიკის საკითხებს ფედერალური ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში, სადაც მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის სამთავრობო საქმეთა დირექტორის თანამდებობა.

ჯემალ ჰადსონი ფლობს ადელფის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს, ვერმონტის სამართლის სკოლის იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხსა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის ცენტრის საგადასახადო სამართლის მაგისტრის ხარისხს.  მას აქვს უფლებამოსილება, რომ საადვოკატო საქმიანობა განახორციელოს აშშ-ის უზენაეს სასამართლოში.