Loading...
Skip to Content

ფლორენციის რეგულირების სკოლის დირექტორის მოადგილე, პროფესორი

ალბერტო პოტოჩნიგი

Image Description

ალბერტო პოტოჩნიგი

პროფესორი, დირექტორის მოადგილე  

ფლორენციის რეგულირების სკოლა

ალბერტო პოტოჩნიგი არის პროფესორი (ნახევარ განაკვეთზე) და დირექტორის მოადგილე (World of Practice)  ფლორენციის რეგულირების სკოლაში - ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტში, სადაც ის 2004 წლიდან მოღვაწეობს. ალბერტო ასევე არის საკონსულტაციო კომპანიის DFC-Economics  დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელი ეკონომიკური და მარეგულირებელი ანალიზის მომზადებასა და საკონსულტაციო მომსახურების გაწერს.

2010 წლიდან 2019 წლამდე იგი ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოს (ACER) პირველი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. კარიერის ადრეულ ეტაპზე, ის იყო მადრიდში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანიის Mercados EMI პარტნიორი (2005–2009), მუშაობდა იტალიის გადამცემი სისტემის ოპერატორში (2003–2005). ის იყო იტალიის ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის პირველი აღმასრულებელი დირექტორი (2000–2003) და ეკავა ელექტროენერგიის რეგულირების დირექტორის თანამდებობა იტალიის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოში (1997–2000). ის ასევე ხელმძღვანელობდა ინდუსტრიული ეკონომიკის მიმართულებას საკონსულტაციო კომპანიაში London Economics.

ალბერტო ფლობს მილანის ბოკონის უნივერსიტეტის ეკონომიკის ხარისხს და ლონდონის უნივერსიტეტის ლონდონის ეკონომიკის სკოლის ეკონომეტრიკისა და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს.