Loading...
Skip to Content

კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის(NARUC) პროფესიული განვითარების უფროსი დირექტორი

ერინ ჰამელი

Image Description

ერინ ჰამელი

პროფესიული განვითარების უფროსი დირექტორი

კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაცია(NARUC)

ქალბატონი ერინ ჰამელი ხელმძღვანელობს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) პროფესიული განვითარებას, რომელიც მარეგულირებელი ორგანოების, კომისიის თანამშრომლების, მომხმარებელთა დამცველების, კომუნალური მომსახურების კომპანიების წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის სასწავლო კურსების ორგანიზებას, როგორც ადგილზე, ასევე დისტანციურად, რათა გაიღრმავონ ცოდნა მარეგულირებელი და ტექნიკური საკითხებისა და პროცესების შესახებ. ის კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) ტარიფების სკოლის ადმინისტრატორის თანამდებობას იკავებს და ზედამხედველობას უწევს  სამ ყოველწლიურ შეხვედრას.

1999 წლიდან 2025 წლის მარტამდე, ქალბატონი ჰამელი კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) საერთაშორისო პროგრამების უფროსი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობა ხორციელდებოდა 50-ზე მეტი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოსთან და მსოფლიოს 13 რეგიონულ მარეგულირებელ ასოციაციასთან. იგი პასუხისმგებელი იყო კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და სხვა აშშ-ის და საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობის მართვაზე. მისი ძირითადი პასუხისმგებლობა იყო კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის  (NARUC) საერთაშორისო საქმიანობის მართვა და პროგრამის ხარისხის კონტროლი. მისი ხელმძღვანელობით, საერთაშორისო პროგრამების დეპარტამენტმა აშშ-ის მთავრობისგან 108 მილიონ დოლარზე მეტი დაფინანსება მიიღო და ასევე კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) წევრებისა და სხვა ტექნიკური ექსპერტების მიერ გაწეული მოხალისეობრივი მხარდაჭერა განხორციელა.

კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) სახელით, ერინ ჰამელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) და ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის (WFER) მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში. იგი კოორდინაციას უწევდა ენერგეტიკის სექტორში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე ორიენტირებული სისტემური პროექტების შექმნას, რომლებიც მოიცავდა როგორც ინდივიდუალურ დონეზე უნარების განვითარებას, ისე მონაწილე საერთაშორისო ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოების ინსტიტუციურ ცვლილებებს. 2023 წლის აგვისტოში იგი აირჩიეს ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) ინიციატივის „ქალები ენერგეტიკაში“ ვიცე-თავმჯდომარედ. გარდა ამისა, ერინი მხარს უჭერს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) განათლებისა და კვლევის ქვეკომიტეტს. იგი ფლობს ოქსიდენტალის კოლეჯის რუსული კვლევების ბაკალავრის ხარისხს