Loading...
Skip to Content

ნევადას კომუნალური სამსახურების კომისიის წევრი

თამი კორდოვა

Image Description

თამი ორდოვა

კომისიის წევრი

ნევადას კომუნალური სამსახურების კომისია

თამი კორდოვა ნევადას კომუნალური სამსახურების კომისიაში კომისიის წევრის თანამდებობაზე პირველად 2020 წელს გუბერნატორ სტივ სისოლაკის მიერ დანიშნა, ხოლო 2024 წელს აღნიშნულ თანამდებობაზე გუბერნატორ ჯო ლომბარდოს მიერ ხელახლა დაინიშნა.

კომისიის წევრს, თამი კორდოვას, ოცდაათწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს შტატების მმართველობასა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში. იგი  ნევადას კომუნალური სამსახურების კომისიაში 2001 წლიდან მუშაობს. კომისიის წევრად დანიშვნამდე, ის ნევადას კომუნალური სამსახურების კომისიის მარეგულირებელი ოპერაციების სამსახურის იურიდიული მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. იგი ასევე მუშაობდა იურიდიული მრჩევლის თანაშემწედ  და იურისტად ადმინისტრაციული სამართლის მიართულებით,  როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ნევადაში. ნევადას კომუნალური სამსახურების კომისიაში მუშაობის პერიოდში, იგი ორიენტირებული იყო კომუნალური სამსახურის რეგულირების კოლაბორაციულ და პრაქტიკულ მიდგომაზე. თამი კორდოვა 1991 წლიდან 1996 წლამდე ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ოფიცერი იყო და ასევე - საზღვაო ქვეითთა კორპუსის მხარდაჭერის საზოგადოების ევროპის ფილიალის აღმასრულებელი დირექტორი.

თამი კორდოვა კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა. ის ასევე არის აღნიშნული ასოციაციის გაზის კომიტეტისა და ბირთვული ენერგიის ქვეკომიტეტის წევრი.  იგი არის დასავლეთის ენერგეტიკული ფონდის დასავლეთის რესურსების პროგრამის სახელმწიფო წარმომადგენელთა კომიტეტის წევრი, სამხრეთ-დასავლეთის ენერგეტიკული ფონდის Markets + States კომიტეტის წევრი და ასევე რეგიონული ელექტროენერგეტიკული თანამშრომლობის 1920 Ad Hoc კომიტეტის თანათავმჯდომარე. ის იყო ნევადას შტატის ადვოკატთა ასოციაციის ენერგეტიკის, კომუნალური სამსახურებისა და კომუნიკაციების იურიდიული განყოფილების დამფუძნებელი აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

თამი კორდოვამ ვანდერბილთის უნივერსიტეტში მიიღო მეცნიერებათა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, ხოლო სან-დიეგოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში - სამართლის დოქტორის  ხარისხი. იგი წარმოშობით არის მერილენდის შტატის ქალაქ სალისბერიდან და ამჟამად ცხოვრობს ლას-ვეგასში ორ შვილთან ერთად.