Loading...
Skip to Content

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიაზე გადასვლისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის შესახებ ევროკავშირის პროექტის EU4Energy III ფაზა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) დაკავშირებადობის ექსპერტი

ნიკოლოზ სუმბაძე

Image Description

ნიკოლოზ სუმბაძე

დაკავშირებადობის ექსპერტი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიაზე გადასვლისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის  შესახებ ევროკავშირის პროექტის EU4Energy III ფაზა

ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER)

ნიკოლოზ სუმბაძე არის EU4Energy-ის მესამე ფაზის პროექტის დაკავშირებადობის ექსპერტი, რომელიც მუშაობს ენერგეტიკული კავშირის გაძლიერებასა და რეგიონულ დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინირებული, თანამშრომლობითი და ინკლუზიური ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე, სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის თურქეთში, ენერგეტიკის სექტორის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად.

ბატონი სუმბაძე არის ენერგეტიკის ეკონომისტი, რომელსაც ენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის 14 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ენერგეტიკული პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოების შემუშავებას, ელექტროენერგიის ბაზრის დიზაინისა და მონიტორინგის მიმართულებით საქმიანობას, სუფთა ენერგიის დაფინანსების ხელშეწყობასა და განახლებადი ენერგიის განვითარებას როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე. ის ასევე აქტიურად იყო ჩართული რეგიონულ ინიციატივებში, სადაც მონაწილეობდა ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციისთვის საჭირო სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოების ჩამოყალიბებაში და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის ხელშეწყობაში.

2021 წლიდან 2025 წლამდე ის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2017 წლიდან 2020 წლამდე - ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას. აღნიშნულ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში  ის აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესში, ასევე საქართველოს კანონმდებლობის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის ხელშეწყობის პროცესში.

ბატონ სუმბაძეს აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი, ენერგეტიკის ეკონომიკის სპეციალიზაციით. მან ასევე დაასრულა იელის მენეჯმენტის სკოლისა და იელის გარემოსდაცვის სკოლის მიერ ერთობლივად შემოთავაზებული სუფთა ენერგიის დაფინანსებისა და დანერგვის სასერტიფიკატო პროგრამა. ის არის წიგნების თანაავტორი: ელექტროენერგეტიკული პოლიტიკის მოდელირება და ანალიზი და მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკური ეკონომიკა.