ფლორენციის რეგულირების სკოლის კაბინეტის წევრი და სტრატეგიისა და განვითარების კოორდინატორი ფლორენციის რეგულირების სკოლა
ილარია კონტი
ილარია კონტი
ფლორენციის რეგულირების სკოლის კაბინეტის წევრი და სტრატეგიისა და განვითარების კოორდინატორი
ფლორენციის რეგულირების სკოლა
ილარია კონტი არის ფლორენციის რეგულირების სკოლის კაბინეტის წევრი და სტრატეგიისა და განვითარების კოორდინატორი. იგი ენერგეტიკული პოლიტიკისა და რეგულირების ექსპერტია და საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზრებსა და ევროკავშირის ინსტიტუციებთან ურთიერთობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.
ილარიამ ენერგეტიკის სექტორში კარიერა ფედერაციაში EFET-ში (ამჟამად Energy Traders Europe) დაიწყო, სადაც 2005 წლიდან 2013 წლამდე მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა.
ბრიუსელში მუშაობის პერიოდში, იგი აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირის საკონსულტაციო პროცესებში, რამაც საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირის მნიშვნელოვანი რეგულაციებისა და დირექტივების შემუშავებას, მათ შორის მესამე ენერგეტიკული პაკეტის, განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ დირექტივის (RES), ევროპული ბაზრის ინფრასტრუქტურის რეგულაციის (EMIR), საბითუმო ენერგეტიკული ბაზრის მთლიანობისა და გამჭვირვალობის შესახებ რეგულაციის (REMIT) და ენერგომომარაგების უსაფრთხოების რეგულაციის შემუშავებას.
ის ფლორენციის რეგულირების სკოლას 2015 წელს შეუერთდა და ხელი შეუწყო გაზის მიმართულების შექმნას. აღნიშნულ მიმართულებას ილარია დაარსებიდან 2023 წლამდე ხელმძღვანელობდა, აქტიურად მონაწილეობდა კვლევით და აკადემიურ საქმიანობაში, ასევე საერთაშორისო კვლევითი პროექტების მართვაში ბაზრის დიზაინის, თხევადი ბუნებრივი აირისა (LNG) და ენერგეტიკული სისტემების ინტეგრაციის საკითხებზე. მისი ინიციატივით, გაზის მიმართულების ფარგლებში, დაიწყო დეკარბონიზაციის საკითხებზე მუშაობა, მათ შორის განახლებადი ენერგიების და დაბალნახშირბადიანი აირების მიმართულებით.
ამჟამად ილარია ასევე ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროექტს „FSR Lights on Women“, რომლის მიზანია ენერგეტიკის სექტორში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება.
2026 წლის აპრილიდან იგი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) გაზის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარეა.