Loading...
Skip to Content

საკონსულტაციო ორგანიზაცია DNV Energy Systems-ის, მმართველი კონსულტანტი (გერმანია)

დოქტორი კონსტანტინ პეტროვი

Image Description

დოქტორი კონსტანტინ პეტროვი

მმართველი კონსულტანტი

საკონსულტაციო ორგანიზაცია DNV Energy Systems, გერმანია

დოქტორი კონსტანტინ პეტროვი არის ენერგეტიკის ეკონომისტი და ინჟინერი, რომლის ძირითადი საქმიანობის სფეროებია ეკონომიკური რეგულირება, ბაზრის/ინდუსტრიის დიზაინი და გამოყენებითი მოდელირება.  ის საკონსულტაციო ორგანიზაციის DNV Energy Systems მმართველი კონსულტანტია. მას აქვს სამუშაო გამოცდილება მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც კონსულტაციას უწევდა მარეგულირებელ ორგანოებს, აგრეთვე მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ელექტროენერგიისა და გაზის სექტორებში. მან არაერთხელ გაუწია პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით კონსულტაცია ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა ევროკომისია, ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტო (ACER), ენერგეტიკული გაერთიაენის სამდივნო (ECS), ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER) და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). დოქტორი პეტროვი ასევე არის ენერგეტიკის ეკონომიკის საერთაშორისო ასოციაციის (IAEE) წევრი და ხელმძღვანელობდა და მუშაობდა დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) რამდენიმე ჯგუფში.