Loading...
Skip to Content

ავსტრალიის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს(AER) თავმჯდომარე

კლერ სევეჯი

Image Description

კლერ სევეჯი

თავმჯდომარე

ავსტრალიის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანო (AER)

კლერ სევეჯი ავსტრალიის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს (AER) თავმჯდომარედ 2019 წლის ოქტომბერში დაინიშნა. ამასთანავე, იგი ხელმძღვანელობს ენერგეტიკის საკონსულტაციო საბჭოს. 2024 წლის სექტემბერში კლერი ასევე აირჩიეს მარეგულირებელთა ლიდერობის კოჰორტის (Regulator Leadership Cohort) თავმჯდომარედ.

21 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კლერმა დააგროვა მართვის უდიდესი გამოცდილება ავსტრალიის ენერგეტიკულ ინდუსტრიაში. იგი განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით ეკიდება ენერგეტიკის სექტორს და მის განვითარებას, განსაკუთრებით მიმდინარე გარდამავალ პერიოდში.

AER-ში მოღვაწეობის დაწყებამდე კლერი ენერგეტიკული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. მანამდე კი მას სხვადასხვა წამყვანი პოზიცია ეკავა, კომპანია Energy Australia-ში, სადაც მისი საქმიანობის სფერო კორპორაციულ სტრატეგიას, ბიზნესის განვითარებას, პოლიტიკას, სამთავრობო და საზოგადოებასთან ურთიერთობებს მოიცავდა.

კიდევ უფრო ადრე, კლერი მუშაობდა ავსტრალიის ენერგომომარაგების ასოციაციაში, სადაც სხვადასხვა პოზიციასთან ერთად, აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა. კარიერის საწყის ეტაპზე იგი საჯარო სამსახურში საქმიანობდა. თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში, შემდეგ კი ავსტრალიის ფედერალურ ფინანსთა სამინისტროში.

კლერ სევეჯს მიღებული აქვს მელბურნის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი კომერციაში (ეკონომიკის მიმართულებით) და ბაკალავრის ხარისხი ხელოვნებაში (პოლიტიკისა და ისტორიის მიმართულებით). იგი ასევე არის ავსტრალიის კომპანიების დირექტორთა ინსტიტუტის (AICD) კურსდამთავრებული.