ღონისძიება
ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი (WFER)

ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი (WFER) არის ენერგეტიკის მარეგულირებელ საკითხებზე წამყვანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. იგი აერთიანებს ენერგეტიკის სფეროს ძირითად წარმომადგენლებს, გადაწყვეტილებების მიმღებ მაღალი რანგის პირებს, აკადემიურ წრეებსა და მარეგულირებელ ორგანოებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მარეგულირებელი ჩარჩოების შესახებ სტრატეგიულ დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად.
ენერგეტიკის მარეგულირებლებს შორის თანამშრომლობის ნებაყოფლობითი პლატფორმის - ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) ეგიდით ორგანიზებული ფორუმი მიზნად ისახავს ენერგეტიკის სექტორში საჯარო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების გაუმჯობესებას ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის ხელშეწყობის გზით.
ენერგეტიკის რეგულირების მეცხრე მსოფლიო ფორუმი (WFER IX) გაიმართება საქართველოში, თბილისში, 2026 წლის 21-24 სექტემბერს.
ორგანიზატორი - სემეკი


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შეიქმნა 1997 წელს „ელექტროენერგეტიკის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. იგი წარმოადგენს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ერთადერთ მარეგულირებელ ორგანოს. სემეკი შედგება კომისიის ხუთი წევრისგან, რომლებიც ირჩევიან ექვსი წლის ვადით, განახლებადი უფლებამოსილების მხოლოდ ერთჯერადი შესაძლებლობით. კომისიის თავმჯდომარეს საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ კომისიის წევრები. ამჟამად, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს ბატონი დავით ნარმანია.
სემეკი მუდმივად მუშაობს მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე, რათა უზრუნველყოს მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონე და ამავდროულად მისცეს რეგულირებად კომპანიებს შესაძლებლობა, საიმედო და შეუფერხებელი მომსახურება გაუწიონ მომხმარებლებს ოთხივე სექტორში.
სლოგანი „როდესაც ბალანსი დაცულია” ასახავს სემეკის უმთავრეს მიზანს: სამართლიანი ბალანსის დამყარებას მომხმარებელთა და კომპანიების ინტერესებს შორის ძლიერი და დამოუკიდებელი რეგულირების გზით.
მასპინძელი ქვეყანა
საქართველო
საქართველოს შესახებ
საქართველო მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დიდი კავკასიონის მთების სამხრეთ კალთებზე. ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მას ესაზღვრება რუსეთი, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, ხოლო სამხრეთით სომხეთი და თურქეთი.

თბილისი
თბილისი - საქართველოს დედაქალაქი ჰარმონიულად აერთიანებს ძველ და თანამედროვე არქიტექტურას და პირველივე შეხედვით იპყრობს დამთვალიერებლების ყურადღებას. ქალაქი მდებარეობს მდინარე მტკვრის სანაპიროებზე და დაარსებულია ახ.წ. მე-5 საუკუნეში. თბილისი მდიდარია კულტურული ღირსშესანიშნაობებით.

რა უნდა ნახოთ საქართველოში
- ღვინის დაგემოვნება
- ქართული ნაციონალური ცეკვები
- ქართული სამზარეულოს მასტერ-კლასები
საქართველოს უკეთ გასაცნობად ეწვიეთ GetYourGuide-ს.

ღონისძიების შესახებ
...