კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ვინ ვართ ჩვენ?
ა(ა)იპ „ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი“ (შემდგომში - „სასწავლო ცენტრი“, „ჩვენ“, „ჩვენი“) წარმოადგენს ქ. თბილისში 2026 წლის 21-24 სექტემბერს დაგეგმილი ენერგეტიკის რეგულირების IX მსოფლიო ფორუმის (შემდგომში - ფორუმი) სარეგისტრაციო პლატფორმის (შემდგომში - პლატფორმის) სამართლებრივ განმკარგავ ორგანიზაციას, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი.
ჩვენი საიდენტიფიკაციო ნომერი: 405505760
ჩვენი მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ჯანო ბაგრატიონის ქუჩა 4
ჩვენს შესახებ მეტი იხილეთ ვებგვერდზე.
შესავალი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პლატფორმის მომხმარებლების პერსონალური მონაცემები იყოს დაცული მაღალი ხარისხით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
აღნიშნული დოკუმენტით გვსურს გაგიზიაროთ რა პრინციპების შესაბამისად, რა საფუძვლებითა და მიზნებით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ასევე რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. წინამდებარე დოკუმენტით შეგიძლიათ მიიღო ინფორმაცია თქვენი უფლებებისა და მათი დაცვის საშუალებების შესახებ.
პლატფორმის გამოყენებით ან/და პლატფორმაზე რეგისტრაციით თქვენ გამოხატავთ თანხმობას, რომ პერსონალური მონაცემები დამუშავდეს წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად.
ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი?
დოკუმენტი გამიზნულია:
- პლატფორმის მომხმარებლებისთვის (მათ შორის, რეგისტრირებული, პოტენციური, არსებული ან/და ყოფილი მომხმარებელი);
- პლატფორმის მომხმარებლების კანონიერი წარმომადგენლების ან საკონტაქტო პირებისთვის;
- ნებისმიერი პირისთვის, ვინც გვიკავშირდება და გამოხატავს ინტერესს ფორუმში მონაწილეობაზე.
როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:
- თქვენ მიერ პლატფორმაზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია;
- მომსახურებისა მიღების მიზნით თქვენი მომართვა (მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული მომართვა და სხვ.);
- თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა;
- ფორუმის მიმდინარეობისას აღბეჭდილი ფოტო/აუდიო/ვიდეო მასალა.
რა სახის ინფორმაცია ვამუშავებთ თქვენს შესახებ?
მომსახურების გაწევისას თქვენთან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ჩამოთვლილი კატეგორიის მონაცემებს მათი დამუშავების მიზნის პროპორციული მოცულობით:
საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი);
საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტა);
მონაცემები იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელსაც წარმოადგენთ (ორგანიზაციის დასახელება, საგადასახადო კოდი, ორგანიზაციის მისამართი და ქვეყანა, თქვენ მიერ ორგანიზაციაში დაკავებული პოზიცია);
საბანკო ინფორმაცია (ტრანზაქციის ID, ინვოისის კოდი);
ტექნოლოგიური მოწყობილობის შესახებ მონაცემები (IP მისამართი, მზა ჩანაწერები (cookies))
კომუნიკაციისას მოპოვებული მონაცემები (ელექტრონული ფოსტით, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო არხის საშუალებით მოპოვებული მონაცემები);
სხვა ნებაყოფლობითი ინფორმაცია (სხვა არასავალდებულო/ნაბაყოფლობითი ინფორმაცია, რომელსაც გადმოგვცემთ პლატფორმაზე რეგისტრაციისას დამატებითი სახის შენიშვნის სახით).
მზა ჩანაწერები (Cookies)
ჩვენ ვცდილობთ ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას მუდმივად გაგიუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი და გამოცდილება და დავიცვათ თქვენი უსაფრთხოება. შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდითა და სხვა დისტანციური პლატფორმებით სარგებლობისას ჩვენ ვაგროვებთ ე.წ. მზა ჩანაწერებს თქვენს შესახებ. მზა ჩანაწერები (cookies) გამოიყენება ვებ-გვერდითა და სხვა დისტანციური პლატფორმებით სარგებლობისას თქვენი გამოცდილების პერსონალიზირების, გაუმჯობესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. კერძოდ, ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების, ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების, მომხმარებლის უსაფრთხო ავტორიზაციის, მარკეტინგის, ვებ-გვერდების დიზაინის ოპტიმიზაციისა და მომხმარებლისთვის უკეთესად ადაპტირების მიზნებით.
მზა ჩანაწერების მეშვეობით ვადგენთ ოპერაციული სისტემის ვერსიას, მოწყობილობის მოდელს და მოწყობილობის სხვა უნიკალურ იდენტიფიკატორებს, ვებ-გვერდებზე გატარებული დროის ხანგრძლივობას, გახსნილი გვერდების შესახებ ინფორმაციას, ონლაინ ნავიგაციის ისტორიას, ბრაუზერის შესახებ ინფორმაციას, ინფორმაციას იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე განხორციელდა, რა გეოლოკაციიდან განახორციელეთ წვდომა და რა ენაზე გაეცანით ინფორმაციას. ვცდილობთ გავიგოთ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდს.
რა მიზნით ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს?
თქვენი მონაცემები მუშავდება მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის, მათი შესაბამისი მოცულობით. ჩვენ მიერ მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის:
- მომსახურების გასაწევად;
- თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით სარგებლობის პროცესის მონიტორინგისთვის;
- საიტზე აქტივობასთან დაკავშირებული სტატუსის შეტყობინებების გამოსაგზავნად, როგორიცაა მაგ. რეგისტრაციის წარმატებულად განხორციელების ან გადახდის დადასურების შეტყობინებები;
- კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და წესით მარეგულირებლის ან სხვა საზედამხედველო ორგანოსათვის და აუდიტორული კომპანიებისთვის მონაცემების ხელმისაწვდომობისთვის;
- მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
- ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებების შესასრულებლად;
- ჩვენ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების ან/და თქვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით;
- თქვენგან უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;
- სასწავლო ცენტრის ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძველია:
- თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა მონაცემთა დამუშავების თაობაზე;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
- თქვენთვის მომსახურების გასაწევად / განცხადების განსახილველად მონაცემთა დამუშავების საჭიროება;
- სასწავლო ცენტრის ან მესამე პირების კანონიერი ინტერესების დასაცავად მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა;
- მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომობა;
რა შემთხვევაში ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს მესამე პირებს?
კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, თქვენი მონაცემები შესაძლოა გავუზიაროთ:
- თქვენს წარმომადგენელს/კანონიერ წარმომადგენელს;
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა ან/და სასწავლო ცენტრის მიერ სოციალურ ქსელებში ფორუმის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო/ვიდეო/აუდიო მასალის გამოქვეყნებისას სოციალური ქსელების აუდიტორიას;
- კანონმდებლობით განსაზღვრულ ორგანოებს;
- იმ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან ფორუმის ორგანიზებაში;
- სხვა მესამე პირს თქვენი თანხმობით.
ჩვენ შესაძლოა თქვენი მონაცემები გავაზიაროთ სხვა სახელმწიფოში, თუ არსებობს მონაცემთა დამუშავების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამის სახელმწიფოში უზრუნველყოფილია მონაცემთა დაცვისა და მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიები.
თუ თქვენს მონაცემებს გადავცემთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები, სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, კლიენტის პერსონალურ მონაცემების სათანადო დაცვას.
თქვენი მონაცემების სათანადოდ დაცვის მიზნით, მესამე მხარისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემამდე ჩვენ ვამოწმებთ მათ მიერ მიღებულია თუ არა მონაცემთა დასაცავად შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები.
თქვენ უფლება გაქვთ
- მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის შესახებ;
- გაეცნოთ თქვენს შესახებ ჩვენს ბაზაში დაცულ მონაცემებს და მიიღოთ თქვენი პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების/ჩანაწერების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული წესით და ბანკის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.
- მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
- მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ:
- გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს;
- მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება;
- მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ.
- მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ
- სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე;
- მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ არ გსურთ მათიმათ წაშლას და ითხოვთ მხოლოდ მათ დაბლოკვას;
- მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გესაჭიროებათ სამართალწარმოების მიზნით;
- მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა;
- არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა.
- ნებისმიერ დროს გაითხოვოთ/უარი თქვათ მონაცემთა დამუშავების თაობაზე თქვენს მიერ გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა. ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას და წავშლით უკვე დამუშავებულ მონაცემებს, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
- თუ მონაცემთა დამუშავების საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა და ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მოითხოვოთ თქვენ მიერ ექსტრასთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემების პორტირება ანუ სტუქტურიზებული, გამოყენებადი და ელექტრონული ფორმით მიღება ან მათი სხვა დამმუშავებლისთვის გადაცემა;
- თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართოთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და/ან სასამართლოს;
მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა
თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემებს ჩვენ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ვინახავთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ გარანტიებს თქვენი მონაცემების დასაცავად. ჩვენ ვიცავთ ჩვენი ელექტრონული მოწყობილობების, ფაილების, შენობის უსაფრთხოებას. ჩვენ ასევე გვაქვს ფიზიკური, ელექტრონული და პროცედურული კონტროლის მექანიზმები, რათა დავიცვათ თქვენი მონაცემები არაავტორიზებული წვდომისგან, გამოყენებისგან, გადაცემისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.
ორგანიზატორები იცავენ მონაცემთა კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების პოლიტიკებს და პროცედურებს კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესაბამისად.
მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ პირების ქმედებებზე, რომლებიც ახორციელებენ არასანქცირებულ წვდომას, ბოროტად იყენებენ ან ტეხავენ სერვისებს. ჩვენ არ ვიძლევით აშკარა, ნაგულისხმევ ან სხვაგვარ გარანტიას, გარდა იმისა, რომ მივიღებთ ყველა ზომას ამგვარი შეღწევის პრევენციისთვის.
მონაცემთა შენახვის ვადა
ჩვენ თქვენს მონაცემებს ვინახავთ:
- მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და მომსახურების დასრულების შემდეგ 3 (სამი) წლის განმავლობაში;
ან ვადით, რაც აუცილებელია დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად, დადგენილია მომსახურების გაწევის ფარგლებში ან/და ხელშეკრულებაში.
თქვენი ვალდებულებები
მომსახურების მიღების მიზნით აუცილებელია გვქონდეს თქვენ შესახებ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია, აქედან გამომდინარე გთხოვთ, თქვენი საკონტაქტო და ან სხვა ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში შეგვატყობინოთ.
თუ გსურთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით ან განახორციელოთ დამატებითი ქმედება, გთხოვთ მოგვმართოთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონული ფოსტაზე. თქვენი მოთხოვნა განიხილება და პასუხი გეცნობებათ 10 დღის ვადაში.
ცვლილებები
დროთა განმავლობაში შესაძლებელია საჭირო გახდეს წინამდებარე პოლიტიკის ცვლილება. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ ცვლილებებს ჩვენს ვებგვერდებზე. მოდიფიცირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა ძალაში შედის გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ. თქვენ პერიოდულად უნდა ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ შეცვლილ პოლიტიკას. პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემდეგ ჩვენთვის თქვენს მიერ ინფორმაციის მოწოდება ან ჩვენი ვებგვერდებით სარგებლობა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ცვლილებებს.
კავშირი ჩვენთან
დაგვიკავშირდით wfer2026support@gnerc.org-ზე, თუ გაქვთ კითხვები ან გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია, თუ როგორ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.