წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ქ. თბილისში 2026 წლის 21-24 სექტემბერს დაგეგმილი ენერგეტიკის რეგულირების შესახებ IX მსოფლიო ფორუმის ვებგვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს.
წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება ვებგვერდის მომხმარებელსა და ა(ა)იპ „ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს“ (შემდგომში -სასწავლო ცენტრი) შორის. (ს.ნ.405505760), რეგისტრირებული მისამართი - ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ჯანო ბაგრატიონის ქუჩა 4.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია სასწავლო ცენტრს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის (wfer2026support@gnerc.org) მეშვეობით. სასწავლო ცენტრის გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.
ძირითადი ტერმინების განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
პლატფორმა - ელექტრონული ვებ-საიტი: https://www.wfertbilisi2026.com/ka
მომსახურების მიმღები - მომსხურების მიმღები პირი, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია პლატფორმაზე;
მომხმარებელი - ნებისმიერი პირი, რომელიც სარგებლობს წინამდებარე პლატფორმით, მათ შორის პლატფორმის ვიზიტორები, ფიზიკური პირები რომლებიც არიან მომსახურების მიმღებნი.
სასწავლო ცენტრი - პლატფორმის კანონიერი განმკარგავი ა(ა)იპ „ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი“ (ს/ნ 405505760)
შესავალი
პლატფორმის საშუალებით მომსახურების მიმღებს აქვს საშუალება, გაიაროს რეგისტრაცია და მიიღოს უფლება მონაწილეობა მიიღოს 2026 წლის 21-24 სექტემბერს ქ. თბილისში დაგეგმილი ენერგეტიკის რეგულირების შესახებ IX მსოფლიო ფორუმში, რომლის მასპინძელია სსიპ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია“ (შემდგომში - კომისია).
პლატფორმის გამოყენების წესები და პირობები
წინამდებარე დოკუმენტი ადგენს პლატფორმის გამოყენების წესებსა და პირობებს და პლატფორმის მომხმარებლის უფლებებს. ამასთანავე, მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, იგი წარმოადგენს ხელშეკრულებას მომხმარებელსა და სასწავლო ცენტრს შორის.
პლატფორმაზე რეგისტრაცია
ფორუმში მონაწილეობისთვის აუცილებელია ვებგვერდზე რეგისტრაცია. რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთვის მომხმარებელმა უნდა შეავსოს პლატფორმაზე მითითებული ინფორმაცია. ამასთან,
- რეგისტრაციამდე მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნულით არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა და მესამე პირთა უფლებები.
- რეგისტრაციისას დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
- სასწავლო ცენტრი უფლებას იტოვებს დამატებით მოთხოვოს მომხმარებელს პლატფორმაზე მითითებული მონაცემების სიზუსტის დადასტურება. მომხმარებლის მონაცემები დამუშავდება კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
- ანგარიშის დეტალების უსაფრთხო შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს აქვს ეჭვი, რომ მესამე პირს აქვს მისი ანგარიშის დეტალები, მომხმარებელი ვალდებულია დაუყონებლივ შეცვალეს იგი ან დაუკავშირდეს სასწავლო ცენტრს.
გადახდის მეთოდები
ფორუმში მონაწილების საფასურის გადახდა მომხმარებელს შეუძლია როგორც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბანკების ბარათით, ისე სხვა ქვეყნის მოქმედი ბანკების ბარათით.
მომსახურებასთან დაკავშირებული გარანტიები
სასწავლო ცენტრი იღებს ვალდებულებას, რომ გაუწევს მომსახურებას მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მომსახურებაში იგულისხმება ნებისმიერი მომსახურება, რომელსაც სასწავლო ცენტრი უწევს მომხმარებელს.
თანხის დაბრუნების პოლიტიკა
ფორუმში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, რეგისტრაციისას გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
ინტელექტუალური საკუთრების უფლება
მომხმარებელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც ხელყოფს პლატოფრმის ან ნებისმიერი მესამე მხარის მფლობელობაში არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. პლატფორმის კონტენტის ნებისმიერი რეპროდუქცია, განცხადება, გავრცელება ან ხელახლა გავრცელება, სრულად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით, გაყიდვა, გადაყიდვა, განმეორებითი გადაცემა ან მესამე მხარეებისთვის არ არის დაშვებული.
პლატფორმის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
სასწავლო ცენტრი არ იძლევა გარანტიას, რომ პლატფორმა იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან/და ყოველთვის იმუშავებს შეფერხების გარეშე, თუმცა, პასუხს აგებს პლატფორმის გაუმართაობით გამოწვეული ზიანისათვის, რომლითაც დაირღვა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებები.
დავა/კანონმდებლობა
მომხმარებელსა და სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს სასწავლო ცენტრს წერილობით შემდეგ მისამართზე wfer2026support@gnerc.org ან ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ჯანო ბაგრატიონის N4-ში. პრეტენზიის მიღებიდან არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის ვადაში სასწავლო ცენტრი განიხილავს მას და დაუბრუნდება მომხმარებელს უკუკავშირით.
ნებისმიერი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკება იქნება წარუმატებელი, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს პირდაპირ სასამართლოს.
ცვლილებები/დამატებები
წინამდებარე დოკუმენტი შესაძლოა შეიცვალოს ცალმხრივად, სასწავლო ცენტრის ინიციატივით ნებისმიერ დროს, რომლის შესახებაც ინფორმაცია დარეგისტრირებულ მომხმარებლებს უნდა ეცნობოთ გონივრული ვადით ადრე, ელ. ფოსტის მეშვეობით.