კვებეკის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს (Regie de l'energie) კომისიის წევრი
ფრანსუა ემონდი
ფრანსუა ემონდი
კომისიის წევრი
კვებეკის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანო (Regie de l'energie)
ფრანსუა ემონდი ფლობს ლავალის უნივერსიტეტის (Université Laval) პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს და მონრეალის უმაღლესი კომერციული კვლევების სკოლის (HEC-Montréal) მენეჯმენტისა და მდგრადი განვითარების მაგისტრის ხარისხს . იგი მუშაობდა მთავარ მრჩევლად და ადმინისტრაციის უფროსად სხვადასხვა ფედერალურ და პროვინციულ სამინისტროში, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობების, გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ხაზინის დეპარტამენტებში. ემონდი 2018 წლის თებერვლიდან იკავებს კომისიის წევრის პოზიციას კვებეკის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოში (Regie de l'energie) და 2019 წლიდან წარმოადგენს მარეგულირებელ კომისიას კანადის ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ორგანოების (CAMPUT) აღმასრულებელ კომიტეტში. ბოლო პერიოდში, რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო კვებეკის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
2025 წლის სექტემბერში ემონდი კანადის ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი ორგანოების (CAMPUT) ვიცე-თავმჯდომარედ დაინიშნა.