Loading...
Skip to Content

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი

გივი სანიკიძე

Image Description

გივი სანიკიძე
კომისიის წევრი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

გივი სანიკიძე 2023 წლის დეკემბრიდან არის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი. კომისიის წევრად დანიშვნამდე, იგი წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას: 2014–2023 წლებში იყო ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი, 2012–2014 წლებში — აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო 2011–2012 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსური ანალიზის სამმართველოს.
მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ტარიფების დადგენის, ეკონომიკური რეგულირებისა და რეგულირებადი ხარჯების აუდიტის მიმართულებით მუშაობაში. სემეკში მოღვაწეობის პერიოდში იგი ხელმძღვანელობდა ელექტროენერგიის სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავებისა და დანერგვის პროცესს. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი რეგულირებადი აღრიცხვისა და ბაზრის ზედამხედველობის სისტემების გაძლიერებაში.
გივი სანიკიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო სასწავლო პროგრამასა და სტაჟირებაში, მათ შორის კენტუკის საჯარო მომსახურების კომისიასა და ოჰაიოს საჯარო მომსახურების კომისიაში (აშშ), გერმანიის ქსელების ფედერალურ სააგენტოში (BNetzA), NARUC-ისა და ERRA-ს პროგრამებში, ასევე ევროკავშირის „საჯარო სამსახურების დაძმობილების“ (Twinning) პროექტებში.
გივი სანიკიძე ფლობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით, ხოლო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოპოვებული აქვს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.