Loading...
Skip to Content

კენიის ენერგეტიკისა და ნავთობის მარეგულირებელი ორგანოს (EPRA) გენერალური დირექტორი

დანიელ კიპტოო ბარგორია

Image Description

დანიელ კიპტოო ბარგორია

გენერალური დირექტორი

კენიის ენერგეტიკისა და ნავთობის მარეგულირებელი ორგანოს (EPRA)

დენიელ კიპტოო ბარგორია, კენიის ენერგეტიკისა და ნავთობის მარეგულირებელი ორგანოს (EPRA) გენერალური დირექტორია. იგი არის ენერგეტიკული პოლიტიკისა და კანონპროექტების შემუშავების ექსპერტი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კენიის ენერგეტიკის შესახებ კანონის (2019) და ნავთობის შესახებ კანონის (2019) შემუშავებაში. მას აქვს ხელმძღვანელობის დიდი გამოცდილება, იგი ხელმძღვანელობდა მთავრობის პირველი ნავთობის კომიტეტს და იკავებდა ენერგეტიკისა და ნავთობის სამინისტროს იურიდიული მრჩევლის თანამდებობას.

რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, ბატონი ბარგორია ხელმძღვანელობს აღმოსავლეთ აფრიკის ენერგეტიკული გაერთიანების დამოუკიდებელ მარეგულირებელ საბჭოს და აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას. ის ასევე არის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ვიცე-თავმჯდომარე.

მას აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ენერგეტიკის დარგში და მდგრადი განვითარების მიმართულებით, სამართლის მაგისტრის ხარისხი ნავთობის სამართალში და არის ჰარვარდის უფროსი მკვლევარი. იგი, გამორჩეული სამსახურისთვის,  დაჯილდოებულია სამხედრო ჯილდოებით, როგორიცაა დიდი მეომრის ორდენი (Order of the Grand Warrior (OGW)) და ცეცხლოვანი შუბის ორდენი (Moran of the Order of the Burning Spear (MBS)).