აღმასრულებელი დირექტორი კარიბის ზღვის კომუნალური მომსახურებების მარეგულირებელთა ორგანიზაცია (OOCUR)
დოქტორი მარშა ეთერლი-იკეჩი
დოქტორი მარშა ეთერლი-იკეჩი
აღმასრულებელი დირექტორი
კარიბის ზღვის კომუნალური მომსახურებების მარეგულირებელთა ორგანიზაცია (OOCUR)
დოქტორი მარშა ეთერლი-იკეჩი არის კარიბის ზღვის კომუნალური მომსახურებების მარეგულირებელთა ორგანიზაციის (OOCUR) აღმასრულებელი დირექტორი და საკონსულტაციო კომპანიის Elequa Advisory დამფუძნებელი. აღნიშნული კომპანიის ძირითადი მიმართულებებია ელექტროენერგიის სექტორის რეგულირება, ენერგეტიკული ტრანსფორმაცია და მარეგულირებელი შესაძლებლობების გაძლიერება მცირე კუნძულოვან სახელმწიფოებისა და განვითარებადი ეკონომიკებისთვის. მას აქვს ელექტროენერგიის სექტორის რეფორმისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკის სფეროში 20 წელზე მეტი გამოცდილება. მანამდე იკავებდა ბარბადოსის სამართლიანი ვაჭრობის კომისიის (Fair Trading Commission) აღმასრულებელი დირექტორის და კომუნალური მომსახურებების რეგულირების დირექტორს პოზიციებს, სადაც მისმა საქმიანობამ საფუძველი ჩაუყარა ელექტროენერგიის პრემიალური (feed-in) ტარიფების, ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებების (PPA), ენერგიის დაგროვების ტარიფებისა და კარიბის ზღვის რეგიონში პირველი რესურსზე დაფუძნებული განახლებადი ენერგიის ტარიფების დანერგვას.
იგი არის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) საერთაშორისო მმართველი კომიტეტის წევრი, რომლის ფარგლებშიც იმართება ენერგეტიკული რეგულირების შესახებ IX მსოფლიო ფორუმი (WFER), ასევე CARICOM-ის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, რეგიონული კომუნალური საწარმოების რეგიონული მარეგულირებლის დაარსების მიზანშეწონილობის კვლევის საკითხზე. ის ორგანიზაციებს სთავაზობს პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ელექტროენერგიის რეგულირება ისე, რომ ხელი შეუწყოს სამართლიან და მდგრად ენერგეტიკულ ტრანსფორმაციას განვითარებად და მცირე კუნძულოვან სახელმწიფოებში.
მას მინიჭებული აქვს ვესტ ინდის უნივერსიტეტის (University of the West Indies) ქიმიური ინჟინერიის დოქტორის ხარისხი და განახლებადი ენერგიის მართვის მაგისტრის ხარისხი (წარჩინებით), ასევე ნიუკასტლის უნივერსიტეტის (Newcastle University) (დიდი ბრიტანეთი) გარემოსდაცვითი ინჟინერიის მაგისტრის ხარისხი.