Loading...
Skip to Content

ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოს (ACER) მარეგულირებელთა საბჭოს თავმჯდომარე

ემანუელ ვარგონი

Image Description

ემანუელ ვარგონი

მარეგულირებელთა საბჭოს თავმჯდომარე

ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოს (ACER)

ემანუელ ვარგონმა HEC ბიზნესის სკოლისა და ეროვნული ადმინისტრაციის სკოლის (École Nationale d'Administration) დამთავრების შემდეგ თავისი პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი საჯარო სამსახურში გაატარა. თავდაპირველად სახელმწიფო აუდიტის სასამართლოში, ხოლო შემდგომ სოციალური საკითხებისა და შრომის სამინისტროებში. 2015 წელს იგი კერძო სექტორში გადავიდა და დაიკავა კომპანია დანონ ჯგუფის (Danone Group) საჯარო  ურთიერთობების, კომუნიკაციისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) გენერალური დირექტორის პოზიცია.

2018 წლის ოქტომბერში იგი დაინიშნა ეკოლოგიური ტრანსფორმაციისა და სოლიდარობის სამინისტროში სახელმწიფო მდივნად, ხოლო 2020 წლის ივლისში ეკოლოგიური ტრანსფორმაციის სამინისტროში დელეგირებულ მინისტრად, საცხოვრებელი პოლიტიკის საკითხებში.

2022 წელს ქალბატონი ვარგონი საფრანგეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოს ენერგეტიკის რეგულირების კომისიის (Commission de régulation de l'énergie CRE) პრეზიდენტად დაინიშნა ექვსწლიანი ვადით. 2025 წლის სექტემბერში იგი აირჩიეს ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოს (ACER) მარეგულირებელთა საბჭოს თავმჯდომარედ.