Loading...
Skip to Content

იორდანიის ენერგეტიკისა და მინერალების მარეგულირებელი კომისიის (EMRC) წევრი ენერგეტიკის საკითხებში

მოჰამად მააიაჰი

Image Description

მოჰამად მაიაჰი

კომისიის წევრი ენერგეტიკის საკითხებში

იორდანიის ენერგეტიკისა და მინერალების მარეგულირებელი კომისია (EMRC)

მოჰამად მააიაჰი 2024 წლის სექტემბრიდან არის იორდანიის ენერგეტიკის საკითხთა კომისიის წევრი ენერგეტიკისა და მინერალების მარეგულირებელ კომისიაში (EMRC). 2020–2024 წლებში იყო ხმელთაშუა ზღვის ენერგეტიკის მარეგულირებელთა ასოციაციის (MEDREG) ინსტიტუციური სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე.

მააიაჰს მიღებული აქვს კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ელექტროინჟინერიაში. იორდანიის ენერგეტიკისა და მინერალების მარეგულირებელი კომისიის დაარსების დღიდან იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, როგორიცაა მონიტორინგის ინჟინერი ენერგიის განაწილების განყოფილებაში, ასევე იყო ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი. იკავებდა ასევე ელექტროენერგეტიკისა და განახლებადი ენერგიის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას.

მააიაჰის  გამოცდილება მოიცავს ელექტროენერგეტიკისა და ენერგეტიკის სექტორებს რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით, რეგულირებას სხვადასხვა მიმართულებით, ტარიფების განსაზღვრას, ენერგეტიკულ ანალიზს, განახლებადი ენერგიის საკითხებს და სხვა. იგი არის იორდანიის ინჟინერთა ასოციაციის წევრი. ასევე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა მმართველი კომიტეტის საქმიანობაში, რომლებიც ენერგეტიკისა და მინერალების სექტორის სხვადასხვა ასპექტს ეხება.

მააიაჰი მონაწილეობდა ევროკავშირის პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა ელექტროენერგეტიკის ყველა მარეგულირებელი დოკუმენტის შემუშავებასა და დანერგვას, მათ შორის – გენერაციის, გადაცემისა და განაწილების სტანდარტული ლიცენზიების, ასევე ელექტროენერგეტიკის ყველა მიმართულებისთვის შესრულების სტანდარტების კოდექსებს. პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში (2009 წლის აპრილი) იგი უწევდა მონიტორინგს ელექტროენერგეტიკის სექტორს.