Loading...
Skip to Content

ალმერიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სამართლის პროფესორი

ინიგო დელ გუაიო

Image Description

ინიგო დელ გუაიო

ადმინისტრაციული სამართლის პროფესორი

ალმერიას უნივერსიტეტ

ინიგო დელ გუაიო არის ადმინისტრაციული სამართლის პროფესორი ალმერიას უნივერსიტეტში. ფლობს ნავარის უნივერსიტეტის (ესპანეთი) მაგისტრისა და დოქტორის ხარისხს.

გუაიოს გამოკვლეული და გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ენერგეტიკის სამართლის, გადახდისუუნარობის სამართლებრივი რეგულირების, საჯარო მომსახურებისა და ქალაქთმშენებლობისა თუ ურბანული დაგეგმარების სამართლის მიმართულებით. ზოგადად კი მისი ინტერესის სფეროა საჯარო ეკონომიკური სამართალი და რეგულირება.

გუაიო არის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. გარდა ამისა, ის არის   წიგნის - “ევროპის ენერგეტიკული სამართალი. ნაციონალური, ევროპის კავშირის და საერთაშორისო სამართალი და რეგულირება” (Energy Law in Europe. National, European Union and International Law and Regulation) სამი გამოცემის რედაქტორი და თანაავტორი (ოქსფორდი უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2001, 2007 და 2016).

1995 წლიდან არის საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის (International Bar Association) ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, რესურსებისა და ინფრასტრუქტურის სამართლის სექციის აკადემიური საკონსულტაციო ჯგუფის წევრი და ამ სექციის თავმჯდომარე (2020–2024)

გუაიოს მომზადებული აქვს მრავალი ანგარიში სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, როგორც საჯარო, ისე კერძო ინსტიტუტებისთვის.

ის არის ესპანეთის ენერგეტიკის კლუბის ენერგეტიკის სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი. ასევე არის ესპანეთის ენერგეტიკის სამართლის ასოციაციის (Spanish Energy Law Association) დამფუძნებელი წევრი და ამჟამინდელი პრეზიდენტი.

გუაიო არის ევროპის ენერგეტიკის სამართლის ასოციაციების ფედერაციის - (European Federation of Energy Law Associations) სამეცნიერო კომიტეტის წევრი.

არის ლათინური ამერიკის ენერგეტიკის სამართლის ასოციაციის (Latin American Association for Energy Law) დამფუძნებელი და საბჭოს წევრი; ასევე აღნიშნული ასოციაციის პრეზიდენტი 2024–2025 წლებში.

გუაიო ასევე არის ლათინური ამერიკის ადმინისტრაციული სამართლის ფორუმის ესპანეთის სამეფო იურისპრუდენციისა და კანონმდებლობის აკადემიის და შედარებითი სამართლის საერთაშორისო აკადემიის წევრი.