Loading...
Skip to Content

ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოების რეგიონული ასოციაციის (ERRA) რეგულირების ექსპერტი

მიხეილ ოდიშარია

Image Description

მიხეილ ოდიშარია

ექსპერტი ენერგეტიკის დარგში

მიხეილ ოდიშარია არის გამოცდილი ექსპერტი ენერგეტიკის დარგში, რომელსაც აქვს ელექტროენერგეტიკულ სექტორში 9 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება, მათ შორის ელექტროენერგეტიკული ბაზრების, ენერგეტიკული რეგულირების და ელექტროენერგეტიკული სისტემების ტრანსფორმაციის მიმართულებით.

მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში, უშუალოდ მონაწილეობდა ბაზრის წესების, ქსელის წესების და საბალანსო ბაზრის არქიტექტურის ჩამოყალიბებაში. მისი ექსპერტიზა მოიცავს ევროკავშირის და ენერგეტიკული გაერთიანების acquis-ს, ENTSO-E - ის მოთხოვნების და მეთოდოლოგიების სიღრმისეულ ცოდნას.

ამჟამად, როგორც  ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) რეგულირების ექსპერტი, იგი ჩართულია მაღალი მნიშვნელობის რეგიონულ ინიციატივებში, რომლებიც მოიცავს ელექტროენერგიის დამაგროვებლებს, წყალბადის ბაზრის დიზაინს, ტარიფების რეფორმას და ენერგეტიკის რეგულირების განვითარებას 30-ზე მეტ იურისდიქციაში.

მიხეილს გამოცდილება აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპულ მარეგულირებლებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორებთან მუშაობის კუთხით.