ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს CEER-ის მომხმარებლებისა და საცალო ბაზრების სამუშაო ჯგუფის და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებლების სააგენტოს ACER-ის საცალო ბაზრების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე. პორტუგალიის ენერგეტიკული მომსახურებების მარეგულირებელი ორგანოს (ERSE) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი.
ნატალი მაკოი
ნატალი მაკკოი
ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს CEER-ის მომხმარებლებისა და საცალო ბაზრების სამუშაო ჯგუფის და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებლების სააგენტოს ACER-ის საცალო ბაზრების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე
პორტუგალიის ენერგეტიკული მომსახურებების მარეგულირებელი ორგანოს (ERSE) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი
ქალბატონი მაკკოი 2016 წელს შეუერთდა პორტუგალიის ენერგეტიკული მომსახურებების მარეგულირებელ ორგანოს (ERSE), სადაც ხელმძღვანელობს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს. ERSE-ში მუშაობამდე იგი 2011–2015 წლებში იყო ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) გენერალური მდივანი.
ERSE-ში თავისი მოვალეობების პარალელურად, ნატალი მაკკოი არის CEER-ის მომხმარებლებისა და საცალო ბაზრების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე, მანამდე იგი სამი წლის განმავლობაში ამავე ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე იყო. იგი ასევე არის ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებლების სააგენტოს (ACER) საცალო ბაზრების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე, რომელიც 2021 წელს შეიქმნა.
ნატალი მაკკოის ენერგეტიკის რეგულირების სფეროში თითქმის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. იგი ძირითადად მუშაობს მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებულ და მარეგულირებელი მმართველობის საკითხებზე, ასევე ელექტროენერგიისა და გაზის ბაზრების დიზაინზე. მას აქვს აკადემიური განათლება პოლიტიკურ მეცნიერებებსა და ევროკავშირის საკითხებში და ენერგეტიკის რეგულირების სფეროში გადასვლამდე მუშაობდა ევროპარლამენტში.