Loading...
Skip to Content

ხმელთაშუა ზღვის ენერგეტიკის მარეგულირებელთა ასოციაციის (MEDREG) დირექტორი

ჰასან ოზქოჩი

Image Description

ჰასან ოზქოჩი

დირექტორი

ხმელთაშუა ზღვის ენერგეტიკის მარეგულირებელთა ასოციაცი (MEDREG)

ჰასან ოზქოჩი არის ხმელთაშუა ზღვის ენერგეტიკის მარეგულირებელთა ასოციაციის (MEDREG) დირექტორი. იგი ხელმძღვანელობს MEDREG-ის საქმიანობის, ინსტრუმენტების, მარეგულირებელი სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის განვითარებას, რაც მიზნად ისახავს ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ფუნქციონირებადი, ურთიერთთავსებადი და მდგრადი მარეგულირებელი ჩარჩოს ხელშეწყობას. იგი ასევე წარმოადგენს ორგანიზაციას საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმებზე და ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობებს ინსტიტუციურ პარტნიორებთან, ხელს უწყობს კავშირებისა და პარტნიორობის შესაძლებლობების განვითარებას.

MEDREG-ში საქმიანობამდე იგი იყო ევროკავშირის დელეგაციის ენერგეტიკის სექტორის მენეჯერი თურქეთში, 2010 წლის ივლისიდან 2018 წლის მარტამდე. 2006 წელს ის ვენაში,  ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში,  გაზის უფროს ექსპერტად (ნახშირწყალბადების მიმართულების ხელმძღვანელი) მუშაობდა, სადაც მონაწილეობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაზის ბაზრის სტრუქტურების განვითარების სტრატეგიების შემუშავებაში.

ჰასან ოზქოჩი1994 წელს შეუერთდა ნავთობის მილსადენების კორპორაციას (BOTAŞ) ბუნებრივი გაზის ინჟინრის პოზიციაზე და მუშაობდა თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელ ორგანოში (EMRA) მისი დაარსებიდან (2001) 2009 წლამდე.

მან მიიღო ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მეტალურგიული და მასალათმცოდნეობის ინჟინერიაში, ხოლო მოგვიანებით მაგისტრის