ფლორენციის რეგულირების სკოლის, სასწავლო პროგრამების დირექტორი
იგნასიო პერეს-არიაგა
იგნასიო პერეს-არიაგა
სასწავლო პროგრამების დირექტორი
ფლორენციის რეგულირების სკოლა
იგნასიო პერეს-არიაგა ფლობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ელექტროინჟინერიის მაგისტრის და დოქტორის ხარისხებს, ასევე არის ელექტროინჟინერი კომილასის უნივერსიტეტში (მადრიდი, ესპანეთი). 2022 წლის სექტემბრიდან იგი იკავებს აფრიკის რეგულირების სკოლის დროებითი დირექტორის და უფროსი მრჩევლის თანამდებობას. 2008-2022 წლებში იგი იყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მოწვეული პროფესორი და წამყვანი ლექტორი. 2012 წლიდან არის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის /კომილასის უნივერსალური ენერგიის ხელმისაწვდომობის ლაბორატორიის თანადირექტორი. ის არის კომილასის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი და ტექნოლოგიური კვლევის ინსტიტუტის (IIT) დამფუძნებელი და დირექტორი (1984-1994). 2004 წლიდან არის ფლორენციის რეგულირების სკოლის პროფესორი და სასწავლო პროგრამების დირექტორი. ესპანეთის სამეფო საინჟინრო აკადემიის მუდმივი წევრი; ელექტროენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის (IEEE) მკვლევარი. 1995-2000 წლებში იკავებდა ესპანეთის ელექტროენერგიის მარეგულირებელი კომისიის წევრის თანამდებობას. 2007-2012 წლებში - ირლანდიის ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომიტეტის დამოუკიდებელი წევრი. 2011-2016 წლებში - ევროკავშირის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების თანამშრომლობის სააგენტოს სააპელაციო საბჭოს წევრი. იგი ასევე იყო IPCC-ის მეხუთე შეფასების ანგარიშის რედაქტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა კონსულტანტად და ლექტორად დაახლოებით 50 ქვეყანაში. იგი არის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და 100-ზე მეტ კვლევითი პროექტის მთავარი მკვლევარი. ამჟამად იგი მუშაობს ენერგოსისტემების რეგულირების, დაგეგმვის, ექსპლუატაციის, ბიზნეს მოდელებისა და ენერგიაზე ხელმისაწვდომობის სამომავლო ტენდენციებზე.