Loading...
Skip to Content

ANEEL-ის (Agência Nacional de Energia Elétrica) ბრაზილიის ელექტროენერგიის მარეგულირებელი სააგენტო) გენერალური დირექტორი

სანდოვალ ფეიტოზა

Image Description

სანდოვალ ფეიტოზა
გენერალური დირექტორი

ANEEL-ის (Agência Nacional de Energia Elétrica) ბრაზილიის ელექტროენერგიის მარეგულირებელი სააგენტო)

სანდოვალ ფეიტოზა 2022 წლის აგვისტოდან იკავებს ANEEL-ის (Agência Nacional de Energia Elétrica) ბრაზილიის ელექტროენერგიის მარეგულირებელი სააგენტო) გენერალური დირექტორის პოზიციას. იგი ANEEL-ს 2005 წელს კონკურსის წესით შეუერთდა, როგორც რეგულირების სპეციალისტი. ცხრა წლის განმავლობაში იგი მუშაობდა სააგენტოს ზედამხედველობის დეპარტამენტში, სადაც ახორციელებდა ელექტროენერგიის განაწილებისა და გადაცემის კონცესიონერების ტექნიკურ აუდიტებს.

2014 წელს იგი დაინიშნა ANEEL-ის დირექტორთა საბჭოს მრჩევლად, ხოლო 2015 წლის მაისში კი გადაცემის მომსახურებების რეგულირების უმაღლეს მმართველად. შემდგომში, 2017 წელს, იგი დაბრუნდა ელექტროენერგეტიკული მომსახურებების ხელმძღვანელის პოზიციაზე. 2018 წლის მაისში იგი დაინიშნა ANEEL-ის დირექტორად და თავისი მანდატი 2022 წლის მარტში დაასრულა.

მას მიღებული აქვს მარანიანის ფედერალური უნივერსიტეტის (UFMA) ელექტროინჟინერიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (2002), ბრაზილიის უნივერსიტეტის (UnB) ელექტროინჟინერიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი (2009),  ფუნდასაო გეტულიო ვარგასში (FGV) ბიზნესის მართვის MBA ხარისხი სტრატეგიის მიმართულებით) (2017) და ასევე სწავლობდა კომუნალური მომსახურებების რეგულირებისა და სტრატეგიის პროგრამაზე ფლორიდის უნივერსიტეტის Warrington College of Business-ში.

ANEEL-ში მუშაობამდე იგი საქმიანობდა ელექტროენერგიის განაწილებისა და გადაცემის კომპანიებში. 2018–2020 წლებში იგი ასევე იყო ბრაზილიის მარეგულირებელი სააგენტოების ასოციაციის (ABAR, Associação Brasileira de Agências de Regulação) დირექტორი, სადაც ხელს უწყობდა მარეგულირებელი პრაქტიკების განვითარებას ფედერალურ, შტატისა და მუნიციპალურ დონეებზე.

მას განსაკუთრებული ინტერესი აქვს ბრაზილიის ელექტროენერგეტიკული სექტორის მოდერნიზაციის, ენერგეტიკული ტრანსფორმაციის,  ენერგორესურსების განაწილებისა და ელექტროენერგიის სოციალური და გარემოსდაცვითი ზეგავლენების ანალიზის მიმართ, ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების კონტექსტში.