პორტუგალიის ენერგეტიკის მომსახურებების მარეგულირებელი ორგანოს (ERSE) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
რიკარდო ლოურეირო
რიკარდო ლოურეირო
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
პორტუგალიის ენერგეტიკის მომსახურებების მარეგულირებელი ორგანოს (ERSE)
რიკარდო ლოურეირო არის პორტუგალიის ენერგეტიკის მომსახურებების მარეგულირებელი ორგანოს (ERSE) საბჭოს წევრი, სადაც მონაწილეობს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის რეგულირებასა და ზედამხედველობაში. მას აქვს 15 წლიანი პროფესიული გამოცდილება რეგულირების, კონკურენციის პოლიტიკისა და ენერგეტიკული ბაზრების მიმართულებით და სხვადასხვა დროს ეკავა მნიშვნელოვანი თანამდებობები, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.
ERSE-ში 2022 წელს მუშაობის დაწყებამდე, იგი მუშაობდა ეკონომისტად პორტუგალიის კონკურენციის ეროვნულ ორგანოში (Portuguese Competition Authority) და ასევე იყო პორტუგალიის მთავრობის ენერგეტიკის სახელმწიფო მდივნის ენერგეტიკის პოლიტიკის მრჩეველი. კარიერის ადრეულ ეტაპზე საქმიანობდა ენერგეტიკული ვაჭრობისა და ბაზრის ანალიზის სფეროში REN-სა და REN Trading-ში, ასევე საგადასახადო კონსულტაციის მიმართულებით EY Portugal-ში.
რიკარდოს გავლილი აქვს მენეჯმენტის აღმასრულებელი ტრენინგი ლისაბობის ბიზნესისა და ეკონომიკის კათოლიკური სკოლაში (Católica Lisbon School of Business & Economics) და გამოირჩევა ძლიერი ანალიტიკური და პოლიტიკის ფორმირების გამოცდილებით, რომელსაც ეფექტურად იყენებს ენერგეტიკული ბაზრების რეგულირებისა და მართვის პროცესში.