ბაზრებისა და კონკურენციის ეროვნული კომისიის (CNMC) ენერგეტიკის გენერალური დირექტორი
როსიო პრიეტო
როსიო პრიეტო
ენერგეტიკის გენერალური დირექტორი
ბაზრებისა და კონკურენციის ეროვნული კომისია (CNMC)
ქალბატონი როსიო პრიეტო არის ოვიედოს უნივერსიტეტის სამთო-მოპოვებითი ინჟინერი, საწვავისა და ენერგეტიკის სპეციალიზაციით. პარალელურად, ფლობს ნავარის უნივერსიტეტის IESE ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების დიპლომს (PDD).
მისი პროფესიული კარიერა მოიცავს საქმიანობას სხვადასხვა კომპანიასა და საჯარო ორგანიზაციაში, სადაც ის იკავებდა შემდეგ პოზიციებს:
- ენერგეტიკის გენერალური დირექტორი - ბაზრებისა და კონკურენციის ეროვნული კომისია (CNMC);
- ბუნებრივი აირის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - ბაზრებისა და კონკურენციის ეროვნული კომისია (CNMC);
- ტექნიკური და ევროპული რეგულირების საკითხთა დირექტორის მოადგილე- ენერგეტიკის ეროვნული კომისიის ნახშირწყალბადის სამმართველო;
- მიმართულების ხელმძღვანელი -ენერგეტიკის ეროვნული კომისიის გაზის სამმართველო;
- დაგეგმვისა და ოპერაციების განყოფილების უფროსი - ENAGAS-ის საკონტროლო ცენტრი;
- უსაფრთხოების ტექნიკოსი -ENUSA.
გარდა ამისა, ის წარმოადგენდა კომისიას ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოს (ACER) და ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) გაზის სამუშაო ჯგუფებში.