კომპანია E-Safiri Charging Limited დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
ინჟინერი კაროლ ავოურ ოფაფა
ინჟინერი კაროლ ავოურ ოფაფა,
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
კომპანია E-Safiri Charging Limited
კაროლ ოფაფა არის ჯილდოს მფლობელი ელექტრო და ელექტრო ტექნიკის ინჟინერი, ასევე წამყვანი ექსპერტი ენერგეტიკის რეგულირების, გენდერზე მორგებული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების სფეროში აფრიკაში.
აფრიკის რეგულირების სკოლაში (ASR), კაროლი ხელმძღვანელობს პროექტებს ენერგეტიკული რეგულირების პოლიტიკის, ენერგეტიკული ეკონომიკის დაგეგმვისა და შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით, რომლებიც მიზნად ისახავს აფრიკაში ენერგეტიკის სფეროს მომავალი პროფესიონალების გაძლიერებას. მან შეიმუშავა და უხელმძღვანელა ლიდერობის პროგრამას “აფრიკელი ქალები ენერგეტიკის რეგულირებაში” (AWER-LP) - ეს იყო ინიციატივა, რომელმაც ორ ნაკადად გადაამზადა ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ქალი სპეციალისტები 20 აფრიკული ქვეყანიდან, რომლებიც შეირჩნენ 1000-ზე მეტი კანდიდატიდან. პროგრამა აერთიანებს ენერგეტიკის რეგულირების სფეროში მოწინავე ტექნიკურ ტრენინგს, ლიდერობასა და პიროვნულ განვითარებას, რაც ქალებს აძლევს შესაძლებლობას, ლიდერობა გამოავლინონ იმ ინსტიტუციების შიგნით, რომლებიც განსაზღვრავენ აფრიკის ენერგეტიკის მომავალს.
კაროლის ერთგულება ენერგეტიკის სექტორში გენდერული თანასწორობის მიმართ როგორც პირად, ისე პროფესიულ დონეზე ვლინდება. კენიის ელექტროენერგიის გადამცემ კომპანიაში(KETRACO) თითქმის ათწლიანი მუშაობის განმავლობაში, მან მიიღო სახელმწიფოს მეთაურის საპატიო ჯილდო (Head of State Commendation – HSC) - კენიის ერთ-ერთი უმაღლესი პროფესიული აღიარება - ტექნიკური პროფესიონალიზმისა და ენერგეტიკის სფეროში ქალთა მუდმივი მენტორობისთვის. კარიერის განმავლობაში იგი მუდმივად მუშაობდა ტექნიკური ლიდერობისა და გენდერული ადვოკატირების საკითხებზე, რითაც აჩვენა, რომ ეს ორი მიმართულება განუყოფელი და მნიშვნელოვანია აფრიკის ენერგეტიკული ტრანსფორმაციისთვის.
ოფაფას ინოვაციური საქმიანობა და გავლენა საერთაშორისო დონეზე აღიარებულია. ის იყო ინჟინერიის სამეფო აკადემიის (Royal Academy of Engineering) მიერ დაწესებული პრიზის- “აფრიკული პრემია საინჟინრო ინოვაციები 2025-ის” ფინალისტი. ასევე დასახელდა მდგრადი ენერგია ყველასთვის (SEforALL) ენერგეტიკული გმირის ტიტული 2025-ის ნომინანტად და ახლახან მოხვდა კენიის „ 40 წლამდე ასაკის ტოპ 40 ქალის სიაში, რითაც კიდევ უფრო განიმტკიცა თავისი ადგილი, როგორც აფრიკის ენერგეტიკული ტრანსფორმაციის ერთ-ერთმა წამყვანმა ინოვატორმა.
როგორც კენიაში დაფუძნებული კომპანიის- E-Safiri Charging Limited-ის აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი, კაროლი საკუთარ საინჟინრო გამოცდილებას, მარეგულირებელ ცოდნასა და ინკლუზიურობისადმი ერთგულებას იყენებს პრაქტიკული სუფთა ენერგიის გადაწყვეტილებების შესაქმნელად, იმ საზოგადოებებისთვის, რომლებიც ძირითადი ეკონომიკური სისტემის ყურადღების მიღმა დარჩნენ. E-Safiri დასავლეთ კენიის სოფლისა და ნახევრად ურბანული თემებისთვის ნერგავს მზის ენერგიაზე მომუშავე ბატარეების დამტენ ჰაბებს, ასევე ელექტრომოტოციკლების მოდელს, რაც სუფთა მობილობას აერთიანებს პროდუქტიულ ენერგოსერვისებთან- მზის ენერგიაზე დაფუძნებულ ყინულის წარმოებასა და ცივი შენახვის სერვისებთან - მეთევზეობისა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ოჯახებისთვის. მისი ხელმძღვანელობით, E-Safiri-ში გადაწყვეტილების მიმღები და ტექნიკური პოზიციების 67% ქალებს უკავიათ. კომპანია ნომინირებული იყო “ დედამიწის პრობლემების ინოვაციური ჯილდოს (Earthshot Prize) მოსაპოვებლად და ასევე დასახელდა 2024 წლის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ კომპანიად.
კაროლს მიღებული აქვს ნაირობის უნივერსიტეტის ელექტროინჟინერიის პირველი კლასის ხარისხი და გლაზგოს უნივერსიტეტის ელექტრონიკისა და ელექტროინჟინერიის მაგისტრის ხარისხი.
კაროლი, როგორც გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის მტკიცე მხარდამჭერი, საკუთარი საქმიანობით განასახიერებს ტრანსფორმაციულ ლიდერობას ენერგეტიკის, ინოვაციისა და სოციალური სამართლიანობის განხრით და ამტკიცებს, რომ სამართლიანი ენერგეტიკული ტრანსფორმაციის შექმნა და წარმატებული ბიზნესის განვითარება იდენტური მიზნებია.