Loading...
Skip to Content

საკონსულტაციო ფირმა International Engineering Design (IED) Consulting LLC თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

მაიკლ ჯეიკ დელფია

Image Description

მაიკლ ჯეიკ დელფია

თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

საკონსულტაციო ფირმა International Engineering Design (IED) Consulting LLC

მაიკლ ჯეიკ დელფია საკონსულტაციო ფირმის International Engineering Design (IED) Consulting LLC თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ის ენერგეტიკისა და წყლის უფროსი ექსპერტია, რომელსაც 50 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს 90‑ზე მეტ ქვეყანაში. მისი კარიერა აშშ-ის ენერგოკომპანიებში დაიწყო, სადაც ელექტროენერგიის კვლევის ინსტიტუტთან კოორდინაციით უახლესი ტექნოლოგიების კვლევასა და მხარდაჭერაზე იყო პასუხისმგებელი. ის გრენლანდიაში 650 მეგავატიანი Power-to-X პროექტის უფროსი ეკონომისტი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა დიდი მასშტაბის წყალბადის წარმოების მხარდაჭერას ევროპის ბაზარზე გასაყიდად. ჩრდილოეთ მაკედონიაში მან ჩაატარა წინარე კვლევა, რომელიც ეხებოდა მზის ფოტოელექტრული (PV) სადგურებიდან ენერგიის მიწოდებას ელექტროლიზატორებისათვის წყალბადის წარმოებისთვის, რათა წყალბადი კოგენერაციის სადგურებისთვის და საბოლოოდ წყალბადისთვის მზა მილსადენში მიეწოდებინა. 2010 წლიდან 2018 წლამდე ბატონი დელფია საქართველოში რამდენიმე ენერგეტიკულ პროგრამაში მონაწილეობდა, მათ შორის USAID-ის სამ პროექტში პროექტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.