Loading...
Skip to Content

ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს განყოფილების ხელმძღვანელი, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო

ანდრეი იურისი

Image Description

ანდრეი იურისი

ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს განყოფილების ხელმძღვანელი

ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო

2024 წლიდან ანდრეი იურისი ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს და პასუხისმგებელია ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობის კოორდინაციასა და მხარდაჭერაზე.

2020-2023 წლებში ის იყო სლოვაკეთის ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელი ეროვნული სააგენტოს (URSO) თავმჯდომარე, სადაც ხელმძღვანელობდა “სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“ პაკეტის ინტეგრაციას სლოვაკეთის ენერგეტიკული რეგულირების ჩარჩოს ფარგლებში. მისი პროფესიული საქმიანობა ასევე მოიცავს სლოვაკეთის უმსხვილესი ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ZSE Distribucia აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს თავმჯდომარის პოზიციებს, ეკონომიკური საკონსულტაციო კომპანიის NERA ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას და ასევე სლოვაკეთის ანტიმონოპოლიური უწყების თავმჯდომარის მრჩევლის პოზიციას.

ანდრეი იურისმა დაამთავრა სლოვაკეთის ტექნიკური უნივერსიტეტისა და პრინსტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლა. იგი პროფესიული კარიერის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ენერგეტიკის რეგულირების, ენერგეტიკის სექტორის ტრანსფორმაციისა და კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების საკითხებზე მუშაობდა.