Loading...
Skip to Content

Kalyon Enerji-ის აღმასრულებელი დირექტორი

დოქტორი ფათიჰ ქოლმექი

Image Description

დოქტორი ფათიჰ ქოლმექი

აღმასრულებელი დირექტორი

Kalyon Enerji

დოქტორი ფათიჰ ქოლმექი გახლავთ ენერგეტიკის სფეროს გამოცდილი მმართველი, რომელსაც ამ სექტორში მოღვაწეობის ორ ათწლეულზე მეტი გამოცდილება აქვს. მისი ექსპერტული ცოდნა ფარავს ენერგეტიკულ სტრატეგიას, ბაზრის დიზაინს, ინფრასტრუქტურას, მარეგულირებელ პოლიტიკასა და ენერგოტრანზიციას. როგორც Kalyon Enerji-ს აღმასრულებელი დირექტორი, იგი ხელმძღვანელობს განახლებადი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის უმსხვილეს პორტფელს, მათ შორის ევროპის უდიდეს მზის ელექტროსადგურს (Karapınar SPP, 1,350 მგვტ).

დოქტორ ქოლმექს წამყვანი პოზიციები ეკავა კომპანია Tetra Tech-სა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისში (UNOPS) ვიდრე Kalyon-ის გუნდს შეუერთდებოდა. ამ ორგანიზაციებში იგი ხელმძღვანელობდა სტრატეგიულ ტექნიკურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა უკრაინისა და მოლდოვას ელექტროენერგიის სექტორის მოდერნიზაციას, მათ ინტეგრაციას ENTSO-E-ს ქსელთან და ბაზრის რეფორმების მხარდაჭერას ცენტრალურ აზიაში.

მისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობა, რომელიც ათ წელზე მეტს ითვლის, თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელ ორგანოს (EMRA) უკავშირდება. მან პროფესიული საქმიანობა დაიწყო ელექტროენერგიის სექტორის ექსპერტად, მოგვიანებით გახდა საბჭოს მრჩეველი ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების საკითხებში, ბოლოს კი ხელმძღვანელობდა ისეთ საკვანძო მიმართულებებს, როგორიცაა ორგანიზებული ელექტროენერგიის ბაზრები, ელექტროგადაცემა, სტრატეგია და სექტორული პოლიტიკა. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოკლევადიანი (Day-Ahead Market) და დამაბალანსებელი ბაზრების ფორმირებაში, ასევე დამხმარე მომსახურებებისა და განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის მექანიზმების დახვეწაში.

დოქტორი ქოლმექი არის მეცნიერ-პრაქტიკოსი; ის ფლობს ბილკენტის უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს ელექტრო და ელექტრონულ ინჟინერიაში, ხოლო ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს ეკონომიკაში. იგი ასევე კითხულობს ლექციებსა და ტრენინგ-კურსებს ელექტროენერგიის ბაზრის, ენერგეტიკული ტრანსფარმაციისა და ენერგოსისტემის მოქნილობის საკითხებზე.