ენერგეტიკის რეგულირების ექსპერტი
დიანა კორსაკაიტე
დიანა კორსაკაიტე
ენერგეტიკის რეგულირების ექსპერტი
დიანა კორსაკაიტე ენერგეტიკის რეგულირების ექსპერტია, რომელსაც აქვს რეგულირების წამახალისებელი ზომების შემუშავების ექსპერტული ცოდნა, რაც ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას ენერგეტიკული ტრანსფორმაციისას, განსაკუთრებით კი განახლებადი ენერგიის გენერაციის, მოქნილობის რესურსებისა და ენერგეტიკული ქსელის მოდერნიზაციის მიმართულებით.
მისი საქმიანობა ორიენტირებულია სატარიფო მეთოდოლოგიების, სისტემაზე წვდომის წესებისა და ეფექტიანობაზე დაფუძნებული რეგულირების მოდელების ენერგეტიკული სისტემის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციაზე, განახლებადი ენერგიის წყაროების (RES) ინტეგრაციის, ენერგიის შენახვის სისტემების დანერგვისა და მოქნილობის რესურსების შესყიდვის უზრუნველსაყოფაზე. ის არის უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ოპერატორთა ასოციაციის სტრატეგიული მრჩეველი ენერგეტიკის რეფორმის, რეგულირებისა და მდგრადობის საკითხებში. დიანა მუშაობს სექტორთაშორისი (cross-vector) მარეგულირებელი ჩარჩოების შემუშავებაზე, რომლებიც ზრდის სისტემის მდგრადობას და უზრუნველყოფს მოქნილობის რესურსების ეფექტიან მობილიზებას როგორც საომარ, ასევე ომისშემდგომ რეაბილიტაციის პირობებში.
დიანა არის ლიეტუვას ეროვნული ენერგეტიკული მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და USAID-ის უმსხვილესი ენერგეტიკული პროგრამის ყოფილი გუნდის ლიდერი. ის ხელმძღვანელობდა სატარიფო რეფორმას, ენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშემწყობ რეგულირებას, ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და სექტორებს შორის ინტეგრაციის (sector coupling) პროცესებს.
მისი ამჟამინდელი საქმიანობა მოიცავს მოქნილობის ინტერფეისების პროექტირებას, მდგრადობაზე დაფუძნებული სტიმულების შემუშავებასა და თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდამჭერი მარეგულირებელი მოდელების განვითარებას.