საკონსულტაციო კომპანია DFC Economics S.r.l.-ის მმართველი დირექტორი
დოქტორი გუიდო ჩერვინი
დოქტორი გვიდო ჩერვინი
მმართველი დირექტორი
საკონსულტაციო კომპანია DFC Economics S.r.l.
დოქტორი გვიდო ჩერვინი არის საკონსულტაციო კომპანიის DFC Economics მმართველი დირექტორი, ასევე არის აფილირებული მკვლევარი მილანის ბოკონის უნივერსიტეტთან არსებული ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის ეკონომიკის ინსტიტუტში GREEN. ამასთანავე, ის არის უფროსი მრჩეველი CERRE-ში, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში.
ის არის ეკონომისტი და ყოფილი მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომელი. მისი საქმიანობა ძირითადად ენერგეტიკულ ბაზრებს უკავშირდება, რომელიც მოიცავს მარეგულირებელ და კონკურენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე თვისებრივი და რაოდენობრივი ანალიზის განხორციელებას. გვიდო კონსულტაციებს უწევდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოებს, სისტემის ოპერატორებს, ენერგეტიკულ ბირჟებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ენერგეტიკული ბაზრების მარეგულირებელი საკითხების შესახებ, მათ შორის ბაზრის დიზაინის, დაბალნახშირბადიანი ტექნოლოგიების მხარდამჭერი მარეგულირებელი ჩარჩოების, ფასების რეგულირების, ხელშეკრულებების და აქტივების შეფასების საკითხებზე.
ის არის სისტემის საექსპლუატაციო ექსპერტთა ჯგუფის წევრი, რომელიც კონსულტაციას უწევდა ევროპის ელექტროენერგიისა და გაზის მარეგულირებელი ორგანოების ჯგუფს (ERGEG), იგი მონაწილეობდა ევროკავშირის სისტემის ოპერირების ჩარჩო სახელმძღვანელოს შემუშავებაში; გარდა ამისა, გვიდო იყო ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტოს (ACER) ელექტროენერგიის სიმძლავრის კომპენსაციის სისტემის ექსპერტთა ჯგუფის წევრი.
გვიდო იყო ესპანური საკონსულტაციო კომპანიის AF-Mercados დირექტორი, ასევე ლონდონში დაფუძნებული საკონსულტაციო კომპანიის LECG Consulting დირექტორი და ამავე კომპანიის იტალიის ოფისის ხელმძღვანელი. კომპანიაში LECG საქმიანობის დაწყებამდე, იგი იკავებდა კომპანიის Enel S.p.A. ეკონომიკური ანალიზისა და მარეგულირებელ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის, ელექტროენერგიით ვაჭრობის კომპანიაში ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელის და იტალიის ენერგეტიკულ ბირჟაზე ბაზრის განვითარების ხელმძღვანელის თანამდებობებს. მან კარიერა დაიწყო იტალიის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოში, სადაც კონკურენციისა და ბაზრების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
გვიდო ფლობს ბოკონის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის ხარისხს.