Loading...
Skip to Content

ესპანეთის ბაზრებისა და კონკურენციის ეროვნული კომისიის წევრი (CNMC). ენერგეტიკის მარეგულირებელთა იბერო-ამერიკული ასოციაციის ვიცე თავმჯდომარე (ARIAE).

დოქტორი ენრიკე მონასტერიო

Image Description

დოქტორი ენრიკე მონასტერიო

კომისიის წევრი, ესპანეთის ბაზრებისა და კონკურენციის ეროვნული  კომისია (CNMC) 

ვიცე თავმჯდომარე, ენერგეტიკის მარეგულირებელთა იბერო-ამერიკული ასოციაცია (ARIAE)

ენრიკე მონასტერიო არის ესპანეთის ბაზრებისა და კონკურენციის ეროვნული კომისიის (CNMC) წევრი. იგი ასევე არის მარეგულირებელთა ზედამხედველობის პალატის (Sala de Supervisión Regulatoria) წევრი. აღნიშნულ თანამდებობაზე იგი 2025 წლის იანვარში დაინიშნა. 2026 წლის მაისში კი ენერგეტიკის მარეგულირებელთა იბერო-ამერიკული ასოციაციის (ARIAE) ვიცე თავმჯდომარედ აირჩიეს.

CNMC-ში მის ამჟამინდელ თანამდებობაზე დანიშვნამდე, მონასტერიო ენერგეტიკის სექტორში მრავალწლიანი და ფართო პროფესიული გამოცდილებით გამოირჩეოდა. იგი იკავებდა განვითარებისა და ინოვაციების დირექტორის თანამდებობას ბასკეთის ენერგეტიკის საბჭოში (Ente Vasco de la Energía – EVE), სადაც 1992 წლიდან სხვადასხვა მმართველ პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროფესიული გამოცდილება მჭიდროდ უკავშირდება ენერგეტიკული პოლიტიკის, ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების მართვის სფეროებს.

2010-2017 წლებში მონასტერიო აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა კომპანია IBIL-ში, რომელიც უზრუნველყოფს ელექტრომობილების დამუხტვის სერვისებს.

პროფესიული კარიერის განმავლობაში იგი ასევე იყო ენერგეტიკის სექტორის რამდენიმე კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია თხევადი ბუნებრივი აირის რეგაზიფიკაციის ტერმინალი (Bahía de Bizkaia Gas) და კომბინირებული ციკლის ელექტროსადგური(Bahía de Bizkaia Electricidad)

ენრიკე მონასტერიო ფლობს ბილბაოს საინჟინრო სკოლის (School of Engineering of Bilbao) მრეწველობის ინჟინრის დიპლომს, ენერგეტიკული ტექნიკის სპეციალიზაციით. მან ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა დოქტორის ხარისხი თერმული ინჟინერიის მიმართულებით. გარდა ამისა, მიღებული აქვს საავტომობილო ტექნოლოგიების ცენტრის (AIC)  ავტომრეწველობის პროექტების მართვის მაგისტრის ხარისხი.