Loading...
Skip to Content

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს(IEA) სტრატეგიული ინიციატივების ოფისის ენერგეტიკული პოლიტიკის უფროსი ანალიტიკოსი

სილვია ელიზაბეტ ბეიერი

Image Description

სილვია ელიზაბეტ ბიერი

ენერგეტიკული პოლიტიკის უფროსი ანალიტიკოსი,

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს(IEA) სტრატეგიული ინიციატივების ოფისი

სილვია ელიზაბეთ ბეიერი არის ენერგეტიკული პოლიტიკის უფროსი ანალიტიკოსი ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს(IEA) სტრატეგიული ინიციატივების ოფისში.

სილვია ხელმძღვანელობს IEA-ს მრავალმხრივი თანამშრომლობის განხორციელებას სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში, განსაკუთრებით კი G20-ის, G7-ისა და COP-ის ფარგლებში.

სილვიამ IEA-ში მუშაობა 2012 წელს დაიწყო. ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იგი ხელმძღვანელობდა IEA-ს ენერგეტიკული პოლიტიკის ქვეყნების მიმოხილვების პროცესს, ხელს უწყობდა ცოდნის გაცვლასა და პარტნიორობის განვითარებას IEA-ს წევრ, პარტნიორ და გაწევრიანების პროცესში მყოფ ქვეყნებთან.

IEA-ში მუშაობის დაწყებამდე იგი მუშაობდა პოლიტიკის ოფიცრად ევროკომისიის ენერგეტიკის გენერალურ დირექტორატში (DG Energy), სადაც მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იყო გაზის უსაფრთხოება, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ევროკავშირის ბიუჯეტი და „ევროპის დამაკავშირებელი მექანიზმი“(Connecting Europe Facility). იგი მონაწილეობდა ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავების პროცესში, რომელიც 2006 წელს ევროკავშირის სტრატეგიული ენერგეტიკული მიმოხილვით (EU Strategic Energy Review) დაიწყო.

2006-2009 წლებში ბეიერი მუშაობდა APCO Worldwide-ში ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის მიმართულებით, ასევე ბრიუსელში, ელექტროენერგეტიკის ინდუსტრიის გაერთიანების (Eurelectric), ენერგეტიკული პოლიტიკის სამმართველოში,  სადაც მუშაობდა ანგარიშზე „ელექტროენერგიის როლი“ („Role of Electricity“).

სილვიას მიღებული აქვს გერმანიის პასაუს უნივერსიტეტის  ეკონომიკის, კულტურისა და ბიზნესის ადმინისტრირების დიპლომი, ასევე ევროპის კოლეჯის (College of Europe) მაგისტრის ხარისხი ევროპული სწავლებების მიმართულებით.